ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტი-ახალგაზრდობა შეშფოთებას გამოვხატავთ რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის გამო და თავს ვალდებულად ვთლით...

02.09.2008

პირველი სექტემბერი მთელი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო. ცოცხალ ჯაჭვში მილიონზე მეტი ადამიანი იდგა. ერთმანეთზე ხელიხელჩაჭიდებულები სომბოლურად გამოხატავდნენ ერთობას, ერთსულოვნებას და ერთმანეთთან გვერდით დგომას.

30.08.2008

ემოციით დაწერილი დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი სამადლობელი!

29.08.2008

სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა, ისევე როგორც უამრავმა სხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა დროებით გადაადგილებულ, საცხოვრებელდანგრეულ ადამიანების დასახმარებლად.

01.07.2008

უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად, ვაკანსია–7 ადგილი.

01.07.2008

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჰოლანდიის მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (MSM) წარმომადგენლების ვიზიტი.

17.06.2008

2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის დარეგისტრირებული სტუდენტთა მობილობისთვის განკუთვნილი ვაკანსიები:
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი - 8
სამართლის ფაკულტეტი - 3

15.06.2008

მიმდინარე წლის 14 აპრილიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა მეხელენის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ტემპუს-IV საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში.

29.05.2008

2008 წლის 24–25–26 მაისს უნივერსიტეტის სტუდკავშირის ინიციატივითა და ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დახმარებითა და თანადგომით მოეწყო ექსკურსია კახეთის მხარეში...

24.05.2008

22–23 მაისს გაიმართა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

17.05.2008

2008 წლის 17-18-19 მაისს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებმა ექსკურსია მოაწყვეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

18.04.2008

2008 წლის 21-22 აპრილს ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია "თუნინგის" პროექტის ფარგლებში, თემაზე: "სტუდენტის დატვირთვა და სწავლების შედეგები".

18.04.2008

17 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ამხანაგური მატჩი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხვდებოდნენ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტთა გუნდები: „CRASY ANGELS“ და „გიჟები სტადიონზე“. შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ ამხნევებდნენ როგორც თანაკურსელები, ასევე ლექტორ–მასწავლებლები. მატჩი მეორეკურსელთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასი და სიგელები.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი გახლდათ ახლად აშენებული სპორტის სასახლის ისტორიაში პირველი ფეხბურთი გოგონათა შორის.

17.04.2008

უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე სამეცნიერო შრომების (მონოგრაფისს, სახელმძღვანელოს, ლექციების კურსის) გამოცემის დაფინანსების შესახებ, წარმოდგენილი ნაშრომებიდან დაფინანსებული იქნა ნიკო ჩიხლაძის "ზოგადი ეკონომიკა" და "ეკონომიკური ურთიერთობები მართმადიდებულ ფასეულობათა გააზრების საკითხები", ავთანდილ სოხაძის (თანაავტორები კახაბერ, მარინე ყიფიანი) "საქართველოს ეკონომიკა".

დაწვრილებით

2.04.2008

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები იწყებენ ნაშრომების მიღებას ეკონომიკაში სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად. კონფერენციის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტები.

1.04.2008

უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის – მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, ლექციების კურსის გამოცემის დაფინანსებაზე. კონკურსში მონაწილეობისათვის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის მოკლე ანოტაცია უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში 2008 წლის 30 აპრილამდე.

დაწვრილებით

28.03.2008

უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა კეთილშობილური აქცია, რომლის მიზანია დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. აქციას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში, ასევე პროფესორ–მასწავლებელთა შორისაც. უკვე დაიწყო თანხის შეგროვება და ეტაპობრივად ბავშვთა ანგარიშზე გადარიცხვა.

დაწვრილებით

26.03.2008

უნივერსიტეტი 2008 წლის 15–16 მაისს აწყობს პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას.

18.03.2008

18 მარტს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო ბიზნეს ტრენინგი თემაზე «რა არის ფული?» და სიმულაცია «მოიგე მეტი».

11.03.2008

11 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშების – „რა, სად, როდის?“ შიგასაუნივერსიტეტო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა: „არწივი“ (I კურსი), „დილემა“ (II კურსი), „Black and white“ (III კურსი), „No Nome“ (II კურსი), „მოაზროვნე“ (III კურსი), „სფინქსი“ (I კურსი), „ელიტა“ (II კურსი).

7.03.2008

6 მარტს უნივერსიტეტში მოეწყო კინოჩვენება ფილმისა – „უფლის ჯარისკაცები“. ეს გახლდათ ქუთაის–გაენათის ეპარქიასთან არსებული კ/თ „იმედი“-ს აქცია. ფილმმა დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები კმაყოფილი დარჩნენ ერთობლივი დასწრებისა და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ჩვენებები მომავალშიც მრავლად მოეწყოს.

დაწვრილებით

 

 

mes

naec

www.nea.ge