1991 წელი - ქუთაისში დაარსდა პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, რომლის რექტორად დაინიშნა პროფესორი ვ. ქელბაქიანი, პრორექტორად - იურისტი რ. ლაღიძე.
1992 წელი - საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ინსტიტუტს შეეცვალა სტატუსი და ეწოდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.
1991-1995 წლებში უნივერსიტეტი მიღებას ახორციელებდა შემდეგ სპეციალობებზე: სამართალმცოდნეობა, ფინანსები და კრედიტი, წარმოების ეკონომიკა და მართვა.
1996-1997 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტმა მიღება განახორციელა ახალ სპეციალობებზე: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონული ეკონომიკა და მართვა, ოფისის მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები - უცხო ენა.
ამ პერიოდში უნივერსიტეტში ადგილობრივ კადრებთან ერთად ლექციებს კითხულობდნენ თბილისიდან მოწვეული პროფესორები: მ. კეკელია, მ. კეთილაძე, ნ. უგრეხელიძე, ვ. მეტრეველი, ვ. კაკაბაძე, ი. მესხია, რ. კაკულია, ნ. ჭითანავა, ო. გამყრელიძე, ე. ჭანტურია, ბ. სავანელი და სხვ.
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს 2002 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ლელა ქელბაქიანი.
2005 წელი - უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა პირველი ინსტიტუციური აკრედიტაცია (საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება №2-19/158 02.04.2005წ. „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისათვის“ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ.
2005 წელი - უნივერსიტეტში მთლიანად გადავიდა სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე, დაინერგა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS). პირველი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა ახალი საბაკალავრო პროგრამების მიხედვით დაიწყეს.
2006 წელი - უნივერსიტეტმა მეორედაც წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია და იგი 2007-2008 სასწავლო წლიდან აკრედიტებულია 5 წლის ვადით. [სერტიფიკატი]
(საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის ბრძანება №69/ა 10.16.2006წ. შპს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ. ბრძანება №153/ა 11.01.2006წ - შპს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისთვის მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ).
2006 წელი - უნივერსიტეტმა პირველად განახორციელა სტუდენტთა მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, სისხლის სამართალი, ინგლისური ენა და ლიტერატურა.
2006 წელი - უნივერსიტეტმა დაიწყო საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ეკონომიკური პროფილის“ გამოშვება, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე პირობებში ეკონომიკური პრობლემების სხვადასხვა რაკურსით გაშუქება, თეორიული და პრაქტიკული პრობლემების კვლევა და შედეგების სამსჯავროზე გამოტანა; სამეცნიერო სტატიების, პუბლიკაციების, ანალიტიკური მასალების გამოქვეყნების შესაძლებლობა პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის, მაძიებლების, ასპირანტებისა და დოქტორანტებისათვის; სათანადო პირობების შექმნა ახალგაზრდა მეცნიერთათვის; განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების პერიოდული გაშუქება; სხვადასხვა პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფა.
2006 წელი - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა ხელშეკრულებები გააფორმა სახალხო ბანკთან და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი-სთან“, რომლებიც ითვალისწინებენ უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული პრაქტიკის გავლას აღნიშნულ ორგანიზაციებში.
2007 წელი - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა მსოფლიოში აკრედიტებული კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ინტერნეტ ცნობარში (www.4icu.org/reviews/9307.htm), რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას 200-ზე მეტ ქვეყანაში არსებული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების შესახებ.
2007 წელი - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია მსოფლიოში აკრედიტებული კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ინტერნეტ ცნობარში. (http://www.alumni.net).
2007 წელი - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, რის შედეგადაც ამჟამად უნივერსიტეტში ძირითად შტატში მოღვაწეობს 23 პროფესორი, მათ შორის 6 - სრული პროფესორი, 15 - ასოცირებული პროფესორი და 2 - ასისტენტ-პროფესორი.
2007 წელი - უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ეკონომიკური პრობლემების კვლევის სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანებია: უნივერსიტეტის წარმოდგენა სამეცნიერო-კონსულტაციური მიმართულებით და აქედან გამომდინარე სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო ანალიტიკური და პრაქტიკული შინაარსის საქმიანობის განხორციელება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში სამეცნიერო-კონსულტაციური მონაწილეობის უზრუნველყოფა და ეტაპობრივი გაღრმავება, მონაწილეობის მიღება სპეციალისტთა გადამზადებაში, დამატებითი განათლების მისაღებად მრავალფეროვანი პროგრამების შემუშავებაში, კვლევის შედეგების სისტემატიზირება და ფოკუს ჯგუფებზე რეკომენდაციების მიწოდება.
2008 წელი - უნივერსიტეტის ეკონომიკური პრობლემების კვლევის სამეცნიერო-ანალიტიკურმა ცენტრმა მოამზადა და რუსთაველის ფონდში საკონკურსოდ წარადგინა პროექტი „იმერეთის რეგიონის საინვესტიციო ბიზნეს-რუქის შედგენა“.
2008 წლის 21-22 აპრილს ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია "თუნინგის" პროექტის ფარგლებში, თემაზე: "სტუდენტის დატვირთვა და სწავლების შედეგები". კონფერენცია მიზნად ისახავდა “თუნინგ”-ის მეთოდოლოგიის გავრცელებას, ECTS კრედიტების გაანგარიშებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის მეთოდების გაცნობას. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროექტის ორგანიზატორების კერძო მიწვევით კონფერენციაზე ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს წარმოადგენდა ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი, ასოც. პროფ. თეა კორძაძე.
2007 წლიდან ყოველწლიურად აკადემიური პერსონალისათვის კონკურსის საფუძველზე გაიცემა შიდასაუნივერსიტეტო გრანტები სამეცნიერო შრომების დასაფინანსებლად.
2008 წლიდან - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი განახორციელებს სამივე საფეხურის პროგრამებს: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პარალელურად დაიწყება მიღება სადოქტორო პროგრამებზე.
2008 წელი - უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უცხოეთში ბიზნესის მართვის სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2008 წელი - 14 აპრილიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა მეხელენის (ბელგია) საუნივერსიტეტო კოლეჯთან ტემპუს-IV საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდებაა: “სასწავლო პროგრამების ინოვაციური რეფორმა როგორც სისტემების გაზრდა – გაფართოება”. უნივერსიტეტი ყოველწლიურად, მაისში ატარებს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციებს, რომელთა თეზისები გამოიცემა.
სტატისტიკური მონაცემები:
სტუდენტთა საერთო რაოდენობა - 408
ბაკალავრიატი - 361
მათ შორის ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული - 311
მათ შორის სახელმწიფო გრანტის მქონე - 69
მაგისტრატურა - 47
კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა - 1566
მათ შორის წარჩინების დიპლომით - 213
კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი - 35%

დასაწყისი

mes

naec

www.nea.ge