არჩევნების შედეგების მიხედვით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებად არჩეულნი არიან:
- ქელბაქიანი ლელა - ასოც. პროფესორი, უნივერსიტეტის რექტორი.
- ბერძულიშვილი გიორგი - სრული პროფესორო.
- ჩიხლაძე ნიკოლოზი - სრული პროფესორო.
-
გაბელაშვილი კახაბერი - ასოც. პროფ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკ.-ის დეკანი.
- გვილავა რუსუდანი - ასოც. პროფესორი, უცხო ენათა დეპარტამენტის ხელ-ლი.
- გურაბანიძე ვაჟა - ასოც. პროფესორი.
- დვალიშვილი დენისი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკ.-ის III კურსის სტუდენტი.
- ადეიშვილი გიგა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი.
- ბრეგაძე მარიკა - სამართალმცოდნეობის II კურსის მაგისტრანტი.

აკადემიური საბჭოს დებულება

ა) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის გადაწყვეტილებების შესრულება ერთნაირად სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა რგოლის, თანამშრომლისა და სტუდენტისათვის.
ბ) აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, სხვადასხვა ფაკულტეტიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის პროპორციულად.
გ) აკადემიური საბჭოს წევრებად აირჩევიან სრული პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და სტუდენტები. ამ უკანასკნელთა რაოდენობა აკადემიური საბჭოს წევრთა მთლიანი რაოდენობის 1/3-ს არ აღემატება.
დ) აკადემიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ ფარული კენჭისყრით, პირდაპირი, თავისუფალი, თანასწორი არჩევნების გზით.
ე) პროფესორებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მთელი შემადგენლობა, ხოლო სტუდენტებს – სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლობა.
ვ) აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 2 წელი.
ზ) პროფესორისა და სტუდენტისათვის აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ქსეუსთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
თ) აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში საბჭოს ბოლო წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა დააგროვა (შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ტარდება არჩევნები შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად დარჩენილი ვადით.
ი) საბჭოს სხდომები მოიწვევა ორ თვეში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია რიგგარეშე სხდომების მოწვევა.
კ) რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის – რექტორის გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა ორი მესამედის მოთხოვნით.
ლ) საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი და მიიღოს გადაწყვეტილება დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობით.
მ) აკადემიური საბჭოს წევრი, სხდომის ხუთჯერ არასაპატიო მიზეზის გაცდენის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, თავისუფლდება საბჭოს წევრის მოვალეობისაგან, ახალი წევრის არჩევა ხდება დადგენილი წესის მიხედვით.

აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
ა) აკადემიურმა საბჭომ, გამომდინარე უნივერსიტეტის მასშტაბებიდან, შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეითავსოს ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის და საატესტაციო საბჭოს ფუნქცია. აკადემიური საბჭო:
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას.
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის წესდებასა და შინაგანაწესს, შეაქვს ცვლილებები და დამატებები.
დ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას.
ე) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.
ვ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მუდმივ განახლებას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას.
ზ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის წარდგინებით
თ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ტრანსფერისა და ცნობის წესს.
ი) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საკვალიფიკაციო და სადისერტაციო საბჭოების დებულებებს
კ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას.
ლ) ადგენს აკადემიურ და სხვა თანამდებობებზე არჩევისა თუ დანიშვნის წესს, მუშაობის რეგლამენტს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს შესაბამის დებულებებს, ატარებს კონკურსებს ნომენკლატურით განსაზღვრული თანამდებობების დასაკავებლად.
მ) ფაკულტეტის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას ემერიტუსისა და საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ან საპატიო პროფესორად არჩევის შესახებ.
ნ) შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად მიმართულებებს და პრობლემატიკას.
ო) ამტკიცებს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს.
პ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის შეფასებისა და აკადემიური ხარისხის მინიჭების პროცედურებს.
ჟ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებს.
რ) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს.
ს) აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა, შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია საბჭოს წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილებით.
ტ) პარტნიორთა კრება უფლებამოსილია შეაჩეროს აკადემიური საბჭოს კონკრეტული გადაწყვეტილება. კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში – დაითხოვოს საბჭო და დანიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ არაუგვიანს ერთი წლისა.
უ) აკადემიური საბჭო განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელი აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელია ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, მის: ქუთაისი, წერეთლის №13

აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო.
2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.
3. აკადემიური საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელსაც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. დღის წესრიგი
1. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

2. ხმის მიცემა
1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა).
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება აკადემიური საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება.
4. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას დგინდება ბიულეტენების ფორმა. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
5. ბიულეტენის შევსებისას აკადემიური საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა მისი გადახაზვით.

3. ოქმის წარმოება
1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმი იწარმოება აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ. სხდომის მიმდინარეობა იწერება აუდიო ფირზე. ჩანაწერი სამდივნოს მიერ ინახება ოქმის წერილობით გაფორმებამდე.
2. ოქმი მოიცავს:
- სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს
- სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას
- დღის წესრიგს
- სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს
- განსახილველ საკითხზე წერილობითი განმარტებები გადაეცემა მდივანს ოქმის დანართის სახით.
3. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.

4. აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლა
1. აკადემიური საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ გამოიცემა შესაბამისი დადგენილება, რომელსაც გაეცნობა საბჭოზე მყოფი ყველა წევრი.
2. დადგენილებას ხელს აწერს რექტორი

mes

naec

www.nea.ge