მთავარი ::
კურსდამთავრებულთა ასოციაცია-გაერთიანება
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებულია უნივერსიტეტის კურსდამთვრებულები. ასოციაციის წევრად შეიძლება მიღებულ იქნას სტუდენტებიც, რომლებიც გამოირჩევიან აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით. ასოციაცია ჩამოყალიბდა 2007 წელს და ამჟამად აერთიანებს 100-მდე წევრს.
ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა კავშირი უნივერსიტეტთან და ერთმანეთთან. ამ მიზნით ასოციაცია წელიწადში ორჯერ მაინც აწყობს წევრთა შეხვედრებს (ე.წ. ფორუმებს). ამ შეხვედრებზე კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმებული არიან ეკონომიკისა და სამართლის სხვადასხვა სფეროში ერთმანეთს აწვდიან საქმიან ინფორმაციებს, რის შედეგადაც მათ საშუალება ეძლევათ ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები.
კურსდამთავრებულები შეხვდებიან სტუდენტებს, გაუზიარებენ მათ თავიანთ გამოცდილებას, უამბობენ თავიანთი საქმიანობის შესახებ, სადაც ხაზგასმით აღინიშნება თუ რა მნიშვნელობა აქვს ინსტიტუტში მიღებულ ცოდნას ნამდვილი პროფესიონალის ჩამოყალიბებაში. ეს გაზრდის სტუდენტთა დაინტერესებას სწავლისადმი. ასოციაციის წევრები ეცნობიან მშობლიური უნივერსიტეტის საქმიანობას, მის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან უნივერსიტეტს.
ასოციაცია, ასოციაციის წევრებთან ერთად განიხილავს ახალ კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობის საკითხებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარება მათ.
შეავსეთ ასოციაციაში გაწევრიანების ანკეტა
და გამოაგზავნეთ ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@kseu.edu.ge ან წარმოადგინეთ უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მართვის ცენტრში.