2007 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
წელს, საქართველოს სახვადასხვა რეგიონიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტმა 170 სტუდენტი მიიღო.
სასწავლო წლის პირველ დღეს სტუდენტებს მიესალმა სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლელა ქელბაქიანი, ბიზნისისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - ასოცირებული პროფესორი კახაბერ გაბელაშვილი და სასწავლო წელი 2007 სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე დენის დვალიშვილი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ყველაზე მაღალქულიანმა პირველკურსელმა, გიორგი თავაძემ კი აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტები და მიმდინარე პროცესი ვრცლად გააშუქეს ტელეკომპანია "რიონის" საინფორმაციო გამოშვებაში.
ახლი საწავლო წელი ბევრი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. სტუდენტთა საერთაშორისო განათლების ბაზაზე შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრი, გაიხსნა კიდევ ერთი კომპიუტერული ლაბორატორია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. სტუდენტებს დახვდათ კიდევ უფრო გალამაზებული გარემო, განახლებული ინტერიერი. გაიხსნა ახალი, სწრაფი კვების ობიექტი, გარემონტდა სააქტო და საკონფერენციო დარბაზი.
სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, როგორც მაღალი პროფესიული განათლების მისაღებდ, ასევე სასიამოვნო და აქტიური დასვენებისა და განტვირთვისათვის.

 

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge