უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი მოსამზადებელი ცენტრები:
● კომპიუტერული ცენტრი
● უცხო ენათა ცენტრი
● ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი
● ბუღალტრული აღრიცხვის სასწავლო ცენტრი
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ისეთ მწვერვალს მიაღწია, რომ ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი მსოფლიო მათ გარეშე. დღესდღეობით, ადამიანის ცხოვრებაში მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. უნივერსიტეტი ცდილობს, არ ჩამორჩეს დღევანდელ რეალობას და შექმნას თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრი.
უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი აღჭურვილია ახალი თაობის თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებით. ყველა კომპიუტერი ჩართულია საერთო ქსელში, ამავდროულად ჩართულია 24 საათიანი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი (ADSL). კოპიუტერული ცენტრის ბაზა დაფუძნებულია უნივერსიტეტის ორ კომპიუტერულ ლაბორატორიაზე.
პრაქტიკული მეცადინეობის ძირითადი მიზანია კურსის ცალკეული მასალის თეორიულ დონეზე მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება მოკლე დროში. მსენელები ეცნობიან საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერის მოხმარებასთან. იძენენ უნარ-ჩვევებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება შრომით ბაზარზე სასურველი ვაკანსიის მოპოვება.
ცენტრში შეუძლიათ მოემზადოს ნებისმიერი მსურველი. შესაძლებელია შემუშავებული იქნას სწავლების მეთოდი ინდივიდუალური გრაფიკით და მიდგომით.
მსმენელის რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხდება მისი სასწავლო ჯგუფში ჩარიცხვა. მსურველი უთანხმდება მენეჯერს სასურველ პროგრამაზე და სასურველ დროზე.
სწავლების პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვაა, იმის გათვალისწინებით თუ რომელ პროგრამას აირჩევს მსმენელი. (პროგრამა)
საოფისე პროგრამები (Windows, MS Word, Excell, Powerpoint, Internet Explorer) - მოიცავს 8 სასწავლო კვირას. 24 გაკვეთილს კვირაში სამჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი. კურსის ღირებულება 80 ლარი.
კურსის გავლის შემდეგ მსენელები შეძლებენ:
• თანამედროვე ოპერაციულ სისტემებში მუშაობას.
• ტექსტური პროცესორის გამოყენებას საქმიანობაში.
• Excel-ის გარემოში მუშაობას.
• ელექტრონული წერილებისა და ფაილების მიღება გაგზავნას.
• ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, გადმოწერას, დამუშავებას.
• რაიმე თემაზე გამართულ კამათში მონაწილეობის მიღებას.
ქუთაისის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრი და ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” გთავაზობთ ინგლისური ენის (ამერიკული და ასევე ბრიტანული ინგლისური) სწავლების პროგრამას ყველა დონის მსმენელთათვის.
მსმენელებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ინგლისური ენის გრამატიკა, გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები მეტყველებაში, მართლწერაში და საფუძვლიანად დაეუფლონ ინგლისურ ენას. ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის კურსები სპეციალური ჯგუფებისათვის:
• ენის შემსწავლელი;
• ბიზნეს ინგლისური;
• სამედიცინო ინგლისური;
• ინგლისური ენის კურსი ტურიზმისათვის; (ტურისტებისათვის)
• ინგლისური ენის კურსი ჟურნალისტებისათვის;
• ინგლისური ენის კურსი სამართალმცოდნეებისათვის
• TOEFL, GMAT, GRE, SAT, IELTS
სწავლება მიმდინარეობს ბრიტანული და ამერიკული მეთოდებისა და პროგრამების შესაბამისად.
სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე, კვირაში 5 საათი.
სწავლების გადასახადი თვეში:
• მე-9 კლასამდე მოსწავლეთათვის – 50 ლარი
• ენის შემსწავლელთათვის – 80 ლარი
• სპეციალური ჯგუფებისათვის – 100 ლარი
• TOEFL – 160 ლარი
მსმენელები დონეების შესაბამისად გადიან ტესტირებას და ეძლევათ შესაბამისი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
ქ.ქუთაისი.წერეთლის ქ.№13
ტელ: (8231) 4-11-40; 4-52-97;


