ფაკულტეტის დებულება ა) ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ განახორციელებს სწავლისა და სწავლების პროცესს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პოლიტიკის ფარგლებში. ბ) ფაკულტეტზე ყალიბდება აკადემიური პროგრამები, რომელიც ემყარება შრომის ბაზრის კონიუნქტურას და დამსაქმებლის მოთხოვნებს. გ) ფაკულტეტი აყალიბებს საკუთარ პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პედაგოგიურ ზრდას. დ) ფაკულტეტი ქმნის სადისერტაციო საბჭოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის და საატესტაციო საბჭოებს ბაკალავრის, მაგისტრის ან დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის, შეიმუშავებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტანდარტებსა და დისერტაციის დაცვის წესს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფაკულტეტი ქმნის ყველა პირობას სტუდენტთა პროფესიული და პერსონალური განვითარებისათვის, ვ) შეიმუშავებს საკონფერენციოდ წარსადგენი თემების შეფასებისა და არჩევის კრიტერიუმებს.
სტრუქტურა ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებია: დეკანის ოფისი, დეპარტამენტები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრები
ფაკულტეტის დეკანი ა) დეკანი არის ფაკულტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. ბ) დეკანს ირჩევს აკადემიური საბჭო რექტორის წარდგინებით 2 წლის ვადით. გ) ამტკიცებს პროგრამების ხელმძღვანელებს და პროგრამების კომიტეტების შემადგენლობებს. დ) განიხილავს აკადემიურ პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. ე) ქმნის და განახორციელებს მექანიზმებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების ფაკულტეტის ცხოვრებაში გასატარებლად. ვ) ამტკიცებს მის ნომენკლატურაში არსებული სტრუქტურული რგოლების ხელმძღვანელებს. ზ) აკონტროლებს და წაახალისებს ფაკულტეტის აკადემიური და სასწავლო დამხმარე პერსონალის პროფესიულ განვითარებას. თ) განიხილავს ემერიტუსის, საპატიო დოქტორის წოდებასა და საპატიო პროფესორის თანამდებობაზე წარსადგენ პირთა კანდიდატურებს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. ი) დეკანი მოქმედებს ფაკულტეტის სახელით. განაგებს ფაკულტეტის უძრავ-მოძრავ ქონებას და პასუხისმგებელია მისი ხარისხის შენარჩუნებაზე. კ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას. ლ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს აკადემიურ და კვლევით პროგრამებს. მ) კოორდინაციას უწევს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას. უშუალოდ აგებს პასუხს აკადემიური პროგრამების სრულად განხორციელებაზე. ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ო) ყოველ მხრივ უწყობს ხელს სტუდენტის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. პ) ზრუნავს სტუდენტთა და მასწავლებელთა სოციალურ დაცვაზე. ჟ) თვალყურს ადევნებს სტუდენტთა სარეიტინგო მონაცემებს, მართავს ინდივიდუალურ აუდიენციებს სტუდენტებთან. რ) გამოყოფს პედაგოგიური შტატიდან ლექტორებს სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობის ჩასატარებლად. ს) სტუდენტთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორც წესი, დეკანი სტუდენტის სასარგებლოდ წყვეტს, თუ ეს აღმზრდელობითი თვალსაზრისით მიზანშეწონილია და არ ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო პოლიტიკას. ტ) ხელს უწყობს რა სწავლისა და სწავლების ერთიან პროცესად ჩამოყალიბებას და განვითარებას, დეკანი ქმნის საჭირო პირობებს პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და პროფესიული განვითარებისათვის, აგრეთვე, სტუდენტთა ინდივიდუალური და დამოუკიდებელი სწავლისათვის. უ) აღძრავს შუამდგომლობას აკადემიური საბჭოსა და რექტორის წინაშე ახალი სტრუქტურული რგოლების შექმნის, საშტატო ერთეულების დამატების, ან გაუქმების, მატერიალური რესურსის შევსების, ან ჩამოწერის შესახებ. ფ) უშუალოდ ხელმძღვანელობს პროფესიული კადრების შერჩევისა და მოზიდვის პროცესს. ამ მიზნით შეიმუშავებს და განახორციელებს მიზნობრივ ღონისძიებებს, მათ შორის, კონკურსების ჩატარებას ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ქ) ორგანიზაციას უკეთებს პროგრამების ხელმძღვანელებისა და პროგრამების კომიტეტების შემადგენლობის შერჩევას, მათ შორის, მოდულის ხელმძღვანელების, და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად. ღ) დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში საკითხს აყენებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ან რექტორის წინაშე. შ) დეკანს შეუძლია ექსტრემალურ პირობებში მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მის რწმუნებებს აღემატება, მაგრამ, ამავდროულად, იგი მოვალეა უსწრაფესად მოახსენოს პირადად რექტორს საქმის ვითარების შესახებ. ჩ) დეკანს თავის საქმიანობაში დახმარებას უწევს დეკანის ოფისი, რომელიც შედგება ოფისის მენეჯერისა და ფაკულტეტის მდივნებისაგან. ოფისის მენეჯერი კურირებს: ა) სტუდენტთა სტაჟირება/პრაქტიკას; სტაჟირება სტუდენტების სასწავლო პროგრამის ნაწილია. სტუდენტი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ იღებს სათანადო კრედიტებს. ამიტომ ფაკულტეტის ოფისის მენეჯერს ევალება აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა, თუ რომელმა სტუდენტებმა სად და რამდენი დღით გაიარა სტაჟირება, როგორი დახასიათებები მიიღო სამუშაო ადგილიდან და, შესაბამისად, რამდენი კრედიტი დააგროვა. გარდა ამისა, მას ევალება: ბ) საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების თემატიკის მოგროვება, წინა დაცვისთვის განხილვა, რეკომენდაციის მომზადება გ) ტრეინინგების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; დ) წარჩინებულ სტუდენტთა ანკეტების მომზადება-შეთავაზება პოტენციური დამსაქმებლისათვის; ე) სტუდენტთა განცხადებების, პრეტენზიების მიღება და განსახილველად დამუშავება; ვ) უწყისების რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება (სტამბური წესით დაბეჭდილი, მკაცრი აღრიცხვის); ზ) მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ორგანიზება; თ) ოფის-მენეჯერის მოვალეობაა აგრეთვე აკადემიური საბჭოს და ფაკულტეტის საქმეების კოორდინირება, სხდომების ორგანიზება, სხდომის ოქმების შედგენა და მათი ცალ-ცალკე საქმეებად შენახვა; სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე თვალყურის დევნება, შეხვედრების ორგანიზება, დავალებების ადრესატისათვის დროულად მიწოდება და სხვა. ფაკულტეტის მდივნები მდივნის მოვალეობაა: ა) სტუდბილეთების შევსება-წარმოება; ბ) ჩათვლის წიგნაკების შევსება; გ) სტუდენტთა სასწავლო ბარათების შევსება; დ) კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების შევსება; ე) სტუდენტთა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრების გაცემა; ვ) სტუდენტთა პირად მონაცემების ცალკე საქმედ შენახვა; ზ) მდივანი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ყოველი კურსისათვის ოფისის მენეჯერთან შეთანხმებით გამოიწერს სპეციალურ ბლანკებს – უწყისებს, აწარმოებს უწყისებში ლექტორების მიერ სტუდენტებისათვის მიცემული შეფასებების სკალირებას, გამოყავს საგნის საბოლოო შეფასება. და ლექტორთა მიერ უწყისების ხელმოწერის შემდეგ, ინახავს მათ ცალკე საქმედ წლების, სემესტრების, ფაკულტეტების, სპეციალობების მიხედვით. თ) ყოველი შუალედური თუ ფინალური გამოცდის წინ ამზადებს ბრძანების პროექტს გამოცდაზე დაშვებული სტუდენტების შესახებ (საფინანსო ოფისთან შეთანხმებით), რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეკანს. დეპარტამენტები ქსეუში ფუნქციონირებს ოთხი დეპარტამენტი: ეკონომიკის, სამართლის, მათემატიკა-ინფორმატიკისა და ჰუმანიტარული. ა) დარგობრივი დეპარტამენტები ყალიბდება ფაკულტეტებზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სტრუქტურულ ერთეულს ფაკულტეტის აკადემიური ხარისხის მართვის საერთო სისტემაში. ბ) ყოველი დეპარტამენტი აერთიანებს სხვადასხვა პროგრამაში შემავალი დარგობრივი მოდულის ხელმძღვანელს, რაც მაღალი აკადემიური ხარისხის მიღწევისათვის ეფექტურ სტრუქტურას ქმნის. გ) დეპარტამენტს ჰყავს ხელმძღვანელი. დ) განიხილავს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს აკადემიურ პროგრამებს დამსაქმებელთა და ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით. ე) მონიტორინგს უწევს და აანალიზებს ცალკეული მოდულის განხორციელების ხარისხს. ვ) ახორციელებს სტრუქტურულ და მეთოდურ ცვლილებებს – ქმნის ახალ მოდულებს, ახდენს არსებული მოდულების კორექტირებას. ზ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს საკითხს მოდულის წამყვანი პროფესორების ან მასწავლებლების შეცვლის შესახებ. თ) პასუხისმგებელია პროფესორ-მასწავლებელთა ინდივიდუალური დატვირთვების ფორმების შევსება-შენახვაზე. დეპარტამენტების უშუალო დაქვემდებარებაშია შესაბამისის მიმართულების აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი. ი) პროგრამის ხელმძღვანელობა ითვლება დამატებით აკადემიურ პასუხისმგებლობად, რომელსაც უპირატესად განახორციელებს სრული პროფესორი. კ) პროგრამის ხელმძღვანელობა შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ პროფესორს მისი ადმინისტრაციული თანამდებობის მიუხედავად. ლ) უზრუნველყოს პროგრამის კომიტეტში გაერთიანებულ პროფესორთა მუშაობის კოორდინაცია. მ) უზრუნველყოს გუნდური მუშაობა. ნ) შეძლოს კრიტიკული, მომთხოვნელობის ატმოსფეროს შექმნა და, ამავდროულად, კოლეგიალური ურთიერთდამოკიდებულების ფორმირება პროფესორ-მასწავლე-ბლებს შორის. ო) ორგანიზაცია გაუწიოს, პროგრამის ფარგლებში, მოდულის წამყვანი პერსონალის გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას. პ) მჭიდრო კონტაქტი იქონიოს სტუდენტებთან. შეისწავლოს მათი აზრი პროგრამისა და ცალკეული მოდულის მიმდინარეობის შესახებ. ჟ) ორგანიზაცია გაუწიოს მოდულების სისტემურ ანალიზს და მთლიანი პროგრამის შეფასებას. შედეგები წარუდგინოს ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის საბჭოს, ხარისხის მართვის ცენტრს. რ) დასვას საკითხი, დეკანის წინაშე, პროფესორ-მასწავლებელთა წახალისების ან მათ მიმართ ადმინისტრაციული ზომების მისაღებად, თვით მოდულის ლიდერის ან მასწავლებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებაც კი. ს) პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და აკადემიური საბჭოს წინაშე.


