სასწავლო და სალექციო დროის განაწილება უქმე დღეები და არდადეგები საბაკალავრო პროგრამებზე მიღება სამაგისტრო პროგრამებზე მიღება სადოქტორო პროგრამაზე მიღება უცხოელ სტუდენტთა მიღება სარეგისტრაციო პროცედურა ბაკალავრებისათვის სარეგისტრაციო პროცედურა მაგისტრანტებისათვის სარეგისტრაციო პროცედურა დოქტორანტებისათვის სტუდენტის პირადი ნომრის სტრუქტურა სტუდენტის მიერ სახელისა და მისამართის გამოცვლა დოკუმენტების გამოთხოვა სერვისი კურსდამთავრებულთათვის - დიპლომის დუბლიკატი
სასწავლო და სალექციო დროის განაწილება ა) ქსეუში სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად: შემოდგომის და გაზაფხულის, თითოეული სემესტრის ხანგრძლივობა 15 კვირაა. ბ) უნივერსიტეტის სასწავლო დღე იყოფა ლექციებად. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა - 60 წუთია. დღის განმავლობაში ტარდება უმეტეს შემთხვევაში 4 ლექცია. გ) ლექციები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ლექციების განრიგი: I ლექცია - 9:00-10:00 II ლექცია - 10:10-11:10 III ლექცია - 11:20-12:20 IV ლექცია - 12:30-13:30 V ლექცია - 13:40-14:40 შაბათი და კვირა – დასვენება. დ) შაბათი და კვირა ჩვეულებრივ დასვენების დღეებია, მაგრამ ზოგიერთი საგანი თვით სტუდენტთა ან პროფესორთა მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს შაბათობით და კვირაობითაც კი; ასეთ შემთხვევაში სტუდენტებს უთავისუფლდებათ კვირის ერთი ან ორი დღე. მუშაობის ასეთი რეჟიმი ხშირად აწყობთ მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლას უთავსებენ სამსახურს. ე) გარდა ამისა, მაგისტრანტთა ნაწილი დაკავებულია დამატებით რომელიმე უცხო ენის შესწავლით, ამიტომ ისინი დასვენების დღეებს იყენებენ ენის კურსების ასაღებად.
უქმე დღეები და არდადეგები ა) ქსეუ ისვენებს მხოლოდ შემდეგ უქმე დღეებში: • სვეტიცხოვლობას - 14 ოქტომბერს • გიორგობას - 23 ნოემბერს; • ქრისტეს შობას - 30 დეკემბრიდან 8 იანვრამდე • წმ.დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს - 8 თებერვალს • დედის დღეს - 3 მარტს • ქალთა დღეს - 8 მარტს • აღდგომის კვირას - (5 დღეს) დიდი ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით; • გიორგობას - 6 მაისს • დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. ბ) არდადეგები: სტუდენტებს არდადეგები აქვთ ზაფხულში - ივლის-აგვისტოში, ზამთარში - სესიების ჩამთავრების შემდეგ თებერვლის მესამე ორშაბათამდე. გ) ქსეუს ადმინისტრაციას არდადეგები აქვს 20 ივლისიდან – 20 აგვისტომდე, ამდენად სტუდენტებს, ივნის-ივლისის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით, ინფორმაციული ცენტრით და ყველა იმ გასართობი, შემეცნებითი თუ სპორტული პროგრამებით, რომლებსაც თქვენ შემოგთავაზებენ სათანადო საუნივერსიტეტო სამსახურები. დ) ზაფხულის არდადეგებით ვურჩევთ ისარგებლონ იმ სტუდენტებმა, რომლებსაც დარჩენილი აქვთ საგნები აკადემიური მოუსწრებლობის თუ სხვა მიზეზების შედეგად, რათა ახალი სასწავლო წლის დაწყებას ‘კუდების» გარეშე შეხვდნენ. სტუდენტის უნივერსიტეტში მიღება-რეგისტრაცია საბაკალავრო პროგრამებზე მიღება ა) ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხული ბაკალავრების საბუთების მიღებას წარმართავს კადრების განყოფილების უფროსი. ბ) მას შემდეგ, რაც აბიტურიენტები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან ქსეუ-ში, მათ უნდა: • შემოიტანონ საბუთები, • დარეგისტრირდნენ სასწავლო წელზე, • გააფორმონ ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. გ) საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს: • ეროვნული გამოცდების ცენტრის სერთიფიკატი, • სკოლის ატესტატი - დედანი, • პირადობის მოწმობა – ასლი, • 6 ფოტოსურათი 3X4; • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებმა) • შეავსოს: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ა) მაგისტრანტების უნივერსიტეტში მიღებას წარმართავს კადრების განყოფილების უფროსი ბ) სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ხდება წელიწადში ორჯერ შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებზე: გ) მსურველები მიღებისას გადიან შემდეგ 4 ეტაპს: • საბუთების შემოტანა; • ტესტირება; • სემესტრზე დარეგისტრირება; • უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება. დ) სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: • ბაკალავრის დიპლომის დედანი და ასლი, • ოთხი ფოტოსურათი 3X4; • დიპლომის დანართი • პირადობის მოწმობის ასლი • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბარათის ასლი (ვაჟებმა) • შეავსონ: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. სადოქტორო პროგრამაზე მიღება ა) სადოქტორო პროგრამებზე მიღების დრო არ არის განსაზღვრული. მსურველს შეუძლია წელიწადის ნებისმიერ დროს, ყოველი თვის მეორე ნახევაში (15-30), სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, მიაკითხოს სადოქტორო სწავლების მენეჯერს. გაზაფხულზე პროგრამის დაწყების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: საბუთების შემოტანიდან და დარეგისტრირებიდან პროგრამის დაწყებამდე არის ორ თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, აგვისტო უნივერსიტეტისათვის დასვენების თვეა, თუმცა პროფესორები ხშირად უკვე ივლისშიც არ არიან უნივერსიტეტში, ამდენად, თუ დოქტორანტს სურს, საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე ერთხელ მაინც შეხვდეს თავის ხელმძღვანელ-კონსულტანტს, მაგ.: ივნისის ბოლო კვირას, ამისათვის მან პროგრამაზე დარეგისტრირება უნდა დაასრულოს აპრილის ბოლო დეკადაში. ბ) დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. გ) დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მაგისტრს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. დ) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული ენის - C1 დონეზე ცოდნა და სადოქტორო სწავლების მენეჯერისათვის შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატების წარდგენა. თუ დოქტორანტი ასეთ სერთიფიკატებს არ ფლობს, მაშინ იგი აბარებს გამოცდას ქსეუ-ს საგამოცდო კომისიასთან სადოქტორო დისერტაციის დაცვამდე. ე) უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება წარმოადგენს ქსეუ-ს დამატებით სავალდებულო მოთხოვნას და იგი არ შედის სასწავლო კომპონენტში. ვ) საერთაშორისო სერთიფიკატი არ მოეთხოვებათ მაგისტრებს, რომლებმაც მაგისტრატურა დაასრულეს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამით სწავლის დაწყების წინ უკვე გაიარეს შესაბამისი დონის ტესტური გამოცდები, რაზეც წარმოადგენენ სათანადო დოკუმენტაციას. ზ) დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, აბარებს გამოცდას ქართულ ენაში ქსეუ-ში შექმნილ სპეციალურ საგამოცდო კომისიასთან. თ) სადოქტორო პროგრამებზე მიღება ითვალისწინებს ხუთ ეტაპს: საბუთების შემოტანას, მომავალი ხელმძღვანელიდან თანხმობის მიღებას, გამოცდის ჩაბარებას სპეციალობასა და უცხო ენაში, სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაციას და უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ი) სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. (განაცხადის ფორმა ინახება სადოქტორო სწავლების მენეჯერთან და განთავსებულია საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე), რომელსაც უნდა ერთვოდეს: • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV); • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი; • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერ-სპეციალისტის სარეკომენდაციო წერილი; • სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში; • განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში; • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4; • სულ მცირე, ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული ეროვნულ რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს ქსეუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო ქსეუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. ბ) სადოქტორო პროგრამებზე მიღება ითვალისწინებს შემდეგ სამ ეტაპს: • საბუთების შემოტანა; • სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია; • უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება. დ) სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: • მაგისტრის დიპლომის დედანი და ასლი, • ორი სარეკომენდაციო წერილი დოქტორის ხარისხის მქონე მოქმედი მეცნერ-სპეციალისტისაგან; • ორი ფოტოსურათი 3X4; • სულ მცირე 1 სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული ეროვნულ რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს ქსეუს სადისერტაციო საბჭო. • შეავსონ: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. განაცხადის ფორმა ინახება სადოქტორო სწავლების მენეჯერთან და განთავსებულია საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე. შენიშვნა: თუ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს არა აქვს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არცერთი ნაშრომი, მას შეუძლია დაცვის საბჭოს წარმოუდგინოს სამაგისტრო ნაშრომი, ან სამაგისტრო ნაშრომის, მისი აზრით, ყველაზე ღირებული მონაკვეთი. დაცვის საბჭო გაეცნობა სამაგისტრო ნაშრომს, გაესაუბრება კანდიდატს და დაასკვნის შეიძლება მისი მიღება პროგრამაზე თუ არა. უცხოელ სტუდენტთა მიღება ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს კანონმდებლობით უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. პროცედურა: უცხო ქვეყნის მოქალაქე ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს ქსეუში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს განცხადებით ქსეუში ჩარიცხვის სურვილის შესახებ (ფორმა№), რექტორის თანხმობის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით (ფორმა№1), რომელსაც დაურთავს შემდეგ დოკუმენტებს: • უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის ასლი, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის - ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ან დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა), • ქსეუს რექტორის თანხმობის წერილი აბიტურიენტის მიღებაზე თანხმობის შესახებ • უცხო ქვეყანაში გაცემული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ორი ასლი (ატესტატი, სერთიფიკატი და ა.შ.), რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არის ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი (იხ. დანართი 1) ანდა დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. შენიშვნა: თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე აბიტურიენტი სწავლობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში, სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა 2 ეგზემპლიარად, რომლებიც ასევე აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არის ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი (იხ. დანართი 1) ანდა დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 გთხოვთ გაითვალისწინოთ: 2008-2009 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ფლობენ უცხო ქვეყანაში გაცემული სრული ზოგადი (11 წელი) ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატი, სერთიფიკატი და ა.შ.), ხოლო 2009-2010 სასწავლო წლიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან მხოლოდ სწავლების 12-წლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ. თუ განმცხადებლის ქვეყანაში არის ზოგადი განათლების 10 ან 11 წლიანი სისტემა, აბიტურიენტმა შესაბამისად 2 ან 1 წელი უნდა ისწავლოს მოსამზადებელ კურსებზე ან თავისი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული. განმცხადებელს შეაქვს ზევით ჩამოთვლილი ყველა საჭირო დოკუმენტის პაკეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და დადებითი გადაწყვეიტლების შემთხვევაში განმცხადებელს ანიჭებს ქსეუში სწავლის უფლებას, რის საფუძველზეც ქსეუს რექტორი გამოსცემს აღნიშნული პირის ჩარიცხვის შესახებ ბრძანებას. შენიშვნა: განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება შეიტანოს წლის ნებისმიერ დროს იმ პერიოდში ქსეუში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში არა ყავს ნდობით აღჭურვილი პირი (წარმომადგენელი), რომელიც დაეხმარება მას აღნიშნული პროცედურების გავლაში, ქსეუს ადმინისტრაცია აბიტურიენტის თანხმობის შემთხვევაში მზადაა თავად უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის ჩაბარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ბ) უნივერსიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული, სპარსული და არაბულენოვანი ქვეყნებიდან) თავაზობს ქართული ენის მოსამზადებელ კურსებს. სარეგისტრაციო პროცედურა ბაკალავრებისათვის ა) სასწავლო წლის განმავლობაში ბაკალავრი რეგისტრაციას გადის ორჯერ, ყოველი სემესტრის დასაწყისში, რაც გულისხმობს: • მთელი წლის სწავლის საფასურის ნახევარი გადაიხადოს სასწავლო წლის დაწყებამდე (არაუგვიანეს 15 სექტემბრისა), ხოლო მეორე ნახევარი - I სემესტრის ბოლომდე (არაუგვიანეს 1 იანვრისა). • დარეგისტრირებას არჩევით საგანზე (არჩევითი საგნის ჯგუფი გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუკი მასზე დარეგისტრირდება მინიმუმ 20 სტუდენტი) ბ) არჩევით საგნებზე დარეგისტრირება წარმოებს პროგრამების მენეჯერთან. გ) დარეგისტრირების ვადები:სემესტრის დასახელება |
დარეგისტრირების ვადები |
სემესტრის ხანგრძლივობა |
შემოდგომის სემესტრი |
1.09-14.09 |
სექტემბრის მესამე ორშაბათი – დეკემბრის ბოლო პარასკევი |
საგაზაფხულო სემესტრი |
20.12-31.12 |
თებერვლის მესამე ორშაბათი – მაისის ბოლო პარასკევი |
სემესტრის დასახელება |
დარეგისტრირების ვადები |
სემესტრის ხანგრძლივობა |
შემოდგომის სემესტრი |
1.09-14.09 |
ოქტომბრის პირველი ორშაბათი – დეკემბრის ბოლო პარასკევი |
საგაზაფხულო სემესტრი |
20.12-31.12 |
მარტის პირველი ორშაბათი – მაისის ბოლო პარასკევი |
სწავლების საფეხური |
ჩარიცხვის წელი |
ფაკულტეტი |
აღრიცხვის ნომერი |
B |
07 |
01 |
025 |


