ქსეუ-ს ხუს მიერ ჩატარებული იქნა I კურსელთა მონიტორინგი. გამოკითხული იქნა 65 სტუდენტიდან 39 სტუდენტი, რაც 60% შეადგენს. აღნიშნულ კითხვებზე
პასუხის შედეგები შემდეგნაირია...
ხარისხის მართვის სამსახურის მიერ უნივერსიტეტში დადგენილი იქნა სტუდენტთა საერთო რეიტინგი აკადემიური მოსწრების მიხედვით. ხარისხობრივი რეიტინგი გაკეთდა ცალკეულ კურსებზეც. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული რეიტინგით წარჩინებულ სტუდენტთათვის შემოღებული იქნა უნივერსიტეტის დამფუძნებელთა სახელობითი სტიპენდია, თითოეული 100 ლარის ოდენობით და ჩვეულებრივი სტიპენდია 60,50,40 ლარის ოდენობით.
აკადემიურმა საბჭომ ვალერიან ქელბაქიანის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა დენის დვალიშვილს (საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი), რევაზ ლაღიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა გიგა ადეიშვილს (საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი).
ჩვეულებრივი სტიპენდიები - I ხარისხის 60 ლარი დაენიშნათ: ელენე გოგიჩაიშვილს, დემური ხურცილავასა და მაგდა ქასრაშვილს, II ხარისხის სტიპენდია - 50 ლარი დავით კერძაიას, ნინო ყიფიანსა და გიორგი სინაურიძეს, III ხარისხის სტიპენდია 40 ლარი თითოეულს: ნიკა მხეიძეს, ოთარ ბრეგაძესა და თამთა პარკაიას.