2007-2008 სასწავლო წლიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ცდილობს განავითაროს საერთაშორისო ურთიერთობათა მზარდი დინამიური პოლიტიკა.
მობილობის ხელშემწყობი საერთაშორისო და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მოღვაწე მოქლაქეებს – სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ შემადგენლობათა წარმომადგენლებს, საშუალება ეძლევათ შეივსონ თავიანთი ცოდნა საზღვარგარეთ, რაც მათი მომავალი პროფესიული სრულყოფის საწინდარია.
საერთაშორისო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის ძირითად მისიას წარმოადგენს უნივერსიტეტის ყოველგვარ საერთაშორისო ურთიერთობათა საქმიანობის წარმოება და მზადაა:
• ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა, მეცნიერ-მაძიებელთა, აკადემიური შემადგნელობის წარმომადგენელთა და ადმინისტრაციის მუშაკთა მობილობას;
• უზრუნველყოს უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სტაჟირებები საზღვარგარეთის ქვეყნების დაწესებულებებში;
• საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგინოს პრიორიტეტული სახის გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან;
• თვალყური ადევნოს სამთავრობო, ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცემულ საგრანტო საგანაცხადო მასალებს;
• მართოს საგრანტო პროგრამები (საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონალური მართვის ორგანოების მიერ გაცემული სტიპენდიები და სხვ.);
• თავი მოუყაროს უნივერსიტეტის იმ წარმომადგენელთა საგრანტო განაცხადებს, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ;
• დაეხმაროს გაცვლითი, სასწავლო ან სხვა სახის პროგრამებით უნივერსიტეტში მყოფ უცხოელ სტუდენტებს და მეცნიერებს საუნივერსიტეტო გარემოში ინტეგრირებაში, გაუადვილოს მათ თავშესაფრის მოძიება და ხელშეკრულების შესაბამისად მათთვის მოამზადოს ქართული ენის შემსწავლელი კურსები;
• გაავრცელოს საერთაშორისო ურთიერთობათა სახის წინადადებები რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
• ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების გზების მონახვის კულტურის ჩამოყალიბებაში;
• მიზანმიმართულად გააერთიანოს უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ურთიერთობების საქმიანობაში.

კონტაქტები:

ავთანდილ ხურციძე
საერთაშორისო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის უფროსი
ტელ./ფაქსი: (8 231) 4 24 91;
მობილური: 899 44 18 10
ელ.ფოსტა: a.khurtsidze@kseu.edu.ge

 

თამარ გოგსაძე
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი
ტელ./ფაქსი: (8 231) 4 11 40; 4 24 91;
მობილური: 899 72 24 94
ელ.ფოსტა: t.gogsadze@kseu.edu.ge

 

თეა კორძაძე
კურსდამთავრებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი
ტელ./ფაქსი: (8 231) 4 11 40
მობილური: 855 23 77 23
ელ.ფოსტა: t.kordzadze@kseu.edu.ge

 

 

mes

naec

www.nea.ge