უნივერსიტეტის კომპიუტერული ლაბორატორია
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომ ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი მსოფლიო მათ გარეშე. დღესდღეობით, ადამიანის ცხოვრებაში მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
ჩვენს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებს მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებას. ამ მიზნით სასწავლებელში ფუნქციონირებს ორი კომპიუტერული ლაბორატორია, რომლებიც აღჭურვილია IBM-ის ტიპის 40 კომპიუტერით (Intel Pentium 4 - ბაზაზე), ყველა კომპიუტერი ჩართულია საერთო ქსელში, ამავდროულად ჩართულია 24 საათიანი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი (ADSL). ლაბორატორიებში მიმდინარეობს ინფორმატიკის სწავლების სასწავლო პროცესი.

ლექციების დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით, ელ. ბიბლიოთეკით და ინტერნეტით.
გარდა კომპიუტერულ ლაბორატორიებში არსებული კომპიუტერებისა, ყველა დეკანატს აქვს თავისი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისა მართვისა და სტუდენტთა აკადემიური მიღწევების ავტომატური გაანგარიშებისათვის. ბიბლიოთეკაში არსებული სამკითხველო დარბაზი ასევე აღჭურვილია საერთო ქსელსა და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, სადაც სტუდენტებს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ.
უნივერსიტეტის უცხო ენათა ლაბორატორია
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უცხო ენათა ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე

სტანდარტებისა და მოთხოვნილების აუდიო და ვიდეო ტექნიკით, რაც
ხელს უწყობს სტუდენტების მიერ უცხო ენების მაღალ პროფესიულ დონეზე შესწავლას, სპეციფიკური, ფონეტიკური უნარჩვევების განვითარებას და სწორ მეტყველებას. ისინი არა მარტო უსმენენ უცხოელთა საუბრებს და გაკვეთილებს, არამედ უყურებენ სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულ სპეციალიზირებულ

ფილმებს.
ლაბორატორიაში ჩამოყალიბებულია განსაკუთრებული ნიჭისა და მონაცემების მქონე სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც სავალდებულო ლექცია-სემინარების გარდა მუშაობს სპეციალური პროგრამით, რომლითაც გათვალისწინებულია კონკრეტული უცხო ენის უფრო ღრმად შესწავლა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენა). მათ მიერ ეწყობა უცხო ენაზე გაკეთებული სხვადასხვა ღონისძიებები; მხატვრული კითხვის საღამო, პატარ-პატარა სპექტაკლები. ინტერნეტის საშუალებით კონტაქტზე გადიან უცხოელ კოლეგებთან და სტუდენტებთან.