საგანმანათლებლო ცენტრს.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი დღესდღეობით შეადგენს 8200-მდე ბიბლიოგრაფიულ ერთეულს.
აქედან ქართული – 3397
რუსული – 2523
უცხოური – 794
პერიოდიკა – 1438
ბიბლიოთეკის ფონდის ელ. ვერსია (Excell Document)
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავისი შინაარსით უნიკალურია. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო –
საგანმანათლებლო ცენტრს.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი დღესდღეობით შეადგენს 8200-მდე ბიბლიოგრაფიულ ერთეულს.
აქედან ქართული – 3397
რუსული – 2523
უცხოური – 794
პერიოდიკა – 1438
ბიბლიოთეკის ფონდის ელ. ვერსია (Excell Document)
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ბიბლიოთეკის განაცხადის ფორმა საჭირო წიგნის შესაეხებ
წიგნები და პერიოდიკა გატარებულია საინვენტარო წიგნში ყველა წესის მიხედვით – ენების მიხედვით ცალ–ცალკე. თითოეული საინვენტარო წიგნის გვერდები გადანომრილია და დალუქულია. არსებობს ჯამობრივი აღრიცხვის წიგნი, სადაც ყოველი წლის ბოლოს ხდება წლის განმავლობაში შემოსული ლიტერატურის აღრიცხვა–შეჯამება (შემოსული ლიტერატურის აქტების მიხედვით).
ბიბლიოთეკაში თავმოყრილია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, საუნივერსიტეტო გამოცემები, მხატვრული ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები.
გამოცემებიდან აღსანიშნავია რამდენიმე ათეული ლიტერატურა, რომელიც გამოცემულია ადგილზე მომუშავე ლექტორ–მასწავლებლების მიერ. ასევე აღსანიშნავია არა ერთი
საჩუქრად გადმოცემული წიგნი, აკადემიკოს რ. კაკულიას, ი. მესხიას და ბ. სავანელის პირადი გამოცემებიდან.
ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია მაპროფილებელი ქართული, რუსული და უცხოური ლიტერატურით.
ბიბლიოთეკაში სისტემატიურად ხდება წიგნადი ფონდის შევსება-განახლება ნაჩუქარი და შესყიდული წიგნებით. ბიბლიოთეკას გასულ წელს, საჯარო ბიბლიოთეკის გაცვლითი ფონდიდან საჩუქრად გადაეცა მხატვრული და სპეციფიკური ლიტერატურა. აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსო აკ. ვ.ქელბაქიანის და რ.ლაღიძის ოჯახიდან ნაჩუქარი წიგნებით. ასევე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კავშირის მიერ ნაჩუქარი წიგნებით.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი აწყობილია ანბანურ და სისტემურ კატალოგზე. ანბანურ კატალოგში წიგნები განლაგებულია ანბანის მიხედვით. (ავტორის ან სათაურის). სისტემურ კატალოგში კი დარგების მიხედვით. ეს კატალოგი გვეხმარება მოკლე დროში მოვძებნოთ სასურველი წიგნი. ასევე არსებობს აღნიშნული კატალოგის ელექტრონული ვერსია, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს სასურველის წიგნის ძებნის პროცესს.
იმ შემთხვევაში თუ არ იცის მკითხველმა ავტორის გვარი, საჭირო წიგნი შეგვიძლია მოვძებნოთ სისტემური კატალოგის მიხედვით.
ბიბლიოთეკის ფონდი აწყობილია უდკ–ზე. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამოყოფილია სამკითხველო დარბაზიდან. ძირითადი ფონდი ინახება საცავში, ხოლო სახელდახელო ფონდი, ანუ ყოველდღიურად საჭირო წიგნები სამკითხველო დარბაზში. ესენია: ლექსიკონები, უახლესი პერიოდული გამოცემები, ეკონომიკური და სამართლებრივი დარგების ლიტერატურა.
ბიბლიოთეკაში შექმნილია საინფორმაციო კუთხე, რისი საშუალებითაც ხდება ახალი წიგნების და ახალი ჟურნალ–გაზეთების გამოფენა, რაც სტუდენტისა და ლექტორ–მასწავლებლისთვის უფრო გასაგებს ხდის ახალი ლიტერატურის გამოსვლის შესახებ.
პროფესორ–მასწავლებლისთვის და სტუდენტებისთვის არსებობს ფორმულიარი. ასევე თითოეულ გატანილ და უკან დაბრუნებული წიგნის შესახებ ხდება სისტემატიური აღრიცხვა განკუთვნილ ჟურნალში.
თუ ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა სასურველი წიგნი, ბიბლიოთეკა ცდილობს მოიძიოს და შეისყიდოს აღნიშნული ლიტერატურა.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მუდმივად მდიდრდება ახალი გამოცემული სპეციფიკური ლიტერატურით და პერიოდიკით.
უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში განთავსებულია საერთო ქსელსა და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისათვის და ლექტორ-მასწავლებლისათვის.
უნივერსიტეტს ასევე აქვს თავისი საკუთარი ელ. ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს პარლამენტისა და სხვადასხვა უწყებების მიერ გამოცემულ ბრძანებებს, კანონებს, ნორმატიულ აქტებს (GSS კოდექსი) და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს.
ბიბლიოთეკას აქვს, აგრეთვე ციფრული რესურსი, CD, DVD და VCD, ისე აუდიო და ვიდეო კასეტების სახით.
ასე, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს ყველა სპეციალობის აუცილებელ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას.
სამეცნიერო ბიბლიოთეკა განთავსებულია უნივერსიტეტის მესამე სართულზე და მუშაობს ყოველ დღე 09:00 – 16:00 საათამდე შაბათ–კვირის გარდა. ბიბლიოთეკის მკითხველის რაოდენობა 2007-2008 სასწ. წლისათვის არის 520.
ბიბლიოთეკის საშტატო ერთეული შედგება ორი თანამშრომლისაგან: ბიბლიოთეკის გამგე - მედეა თაბუკაშვილი. ბიბლიოთეკარი - იზო ლაღიძე.
საგანმანათლებლო ცენტრს.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი დღესდღეობით შეადგენს 8200-მდე ბიბლიოგრაფიულ ერთეულს.
აქედან ქართული – 3397
რუსული – 2523
უცხოური – 794
პერიოდიკა – 1438
ბიბლიოთეკის ფონდის ელ. ვერსია (Excell Document)


