ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის მისია და მისი მიზნები
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი იყო დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი. თავდაპირველად უნივერსიტეტი სპეციალისტებს ამზადებდა ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006-2007 სასწავლო წლიდან, მატერიალური და აკადემიური რესურსების ოპტიმალური და მიზანმიმართული გამოყენების მიზნით, უნივერსიტეტმა პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა კადრების მომზადება მხოლოდ ეკონომიკურ სპეციალობებში, კერძოდ: - საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე; - საბუღალტრო და საგადასახადო საქმე; - ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; - ტურიზმის მენეჯმენტი. უნივერსიტეტი საკუთარ მისიად თვლის კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის, კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ეკონომისტთა ახალი თაობების მომზადებას. მისიის წარმატებით განხორციელებისათვის უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს კონკრეტული ამოცანები: - გამართული სასწავლო პროცესის ორგანიზების უზრუნველყოფა; - მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარება; - რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში სამეცნიერო-კონსალტინგური მონაწილეობის უზრუნველყოფა; - უნივერსიტეტის სტუდენტთა, მეცნიერ-მაძიებელთა, აკადემიური შემადგენლობის წარმომადგენელთა და ადმინისტრაციის მუშაკთა მობილურობის ხელშეწყობა; - საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებადი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და რეალიზაცია, მუდმივი ზრუნვა მათი განახლებისათვის; - საუნივერსიტეტო სტრუქტურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება; - მაღალკვალიფიციური პროფესიონალური კადრების მოზიდვა და მათი ჩართვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში; - სპეციალისტთა გადამზადება, დამატებითი განათლების მისაღებად მრავალფეროვანი პროგრამების შემუშავება; - საგანმანათლებლო სისტემისა და კურსდამთავრებულთა მონიტორინგის სისტემის განვითარება; - საგანმანათლებლო პროცესების მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფის სრულყოფა; - სამეცნიერო გამოკვლევების საერთაშორისო საგრანტო მხარდაჭერის არეალის და მასშტაბების გაფართოება; - თანამშრომელთა შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა; - სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და გამოცდილების მიღების მიზნით მჭიდრო კავშირების დამყარება ცალკეულ საწარმოებთან, ფირმებთან და საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებთან; უნივერსიტეტი ცდილობს დაამყაროს აქტიური კონტაქტები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებთან. ასეთი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: - მულტიდისციპლინარული სპეციალობებისა და მიზნობრივი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა; - ერთობლივი სამეცნიერო კვლევები; - აკადემიური გაცვლების განვითარება საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცენტრებთან; - სტუდენტთა პრაქტიკის ორგანიზება; - საგანმანათლებლო მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობა; - ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა. უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც ღრმა პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ფლობს ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს, იცნობს და პატივს სცემს მშობლიურ და სხვა ერების კულტურას. ამდენად, ქსეუ ხელს უწყობს სტუდენტთა თვითშემოქმედებას, ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს, კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა თვითმმართველობა, რომელიც ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს. სტუდენტთა ინტელექტუალური, ინტელექტუალური, კულტურული, პროფესიული ცოდნისა და მსოფლმხედველობის გაფართოების მიზნით უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს სხვადასხვა სერთიფიცირებად პროგრამებს. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ობიექტური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტის წარმატების ძირითადი კრიტერიუმია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რომლებთანაც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით ქსეუ აყალიბებს კურსდამთავრებულთა ასოციაციას. საკუთარი მისიისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით უნივერსიტეტი თანამშრომლობს მმართველობითი სექტორის რგოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალაქსა და რეგიონში მოქმედ მეურნე სუბიექტებთან, საფინანსო-საბანკო სექტორთან და ა.შ. აცნობიერებს რა თავის მისიას, უნივერსიტეტი ეძებს ახალ, პროგრესულ გზებსა და მეთოდებს, რათა ფეხი აუწყოს ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლის განმსაზღვრელია: სასწავლო პროცესის მუდმივი განახლება, სასწავლო კურსების პერმანენტული შევსება და გადამუშავება, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.


