უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა შეიმუშავა ახალი აკადემიური თანამდებობების კონკურსის წესით დაკავების პირობები.

კონკურსის პირობები შესაბამისობაშია საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 33, 34, 35 მუხლებთან და მის კანონქვემდებარე აქტებთან. უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს სრული პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

მიმართულება

საშტატო ერთეული

ეკონომიკის დეპარტამენტი

ზოგადეკონომიკური

2.5

ფინანსები

2.5

სტატისტიკა, აღრიცხვა და ანალიზი

3.5

მათემატიკა-ინფორმატიკის დეპარტამენტი

უმაღლესი მათემატიკა

1.75

ინფორმატიკა

1.0

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ისტორია

0.5

ფილოსოფია

0.5

გეოგრაფია

0.5

ინგლისური ენა

1.0

სამართლის დეპარტამენტი

 

2.5

მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სრული პროფესორი - უძღვება სასწავლო პროცესს, ხელმძღვანელობს ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების, მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი.
- აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება
- კონკურსის შედეგების მიხედვით რეიტინგული შეფასება არანაკლებ 250 ქულისა.

ასოცირებული პროფესორი - მონაწილეობს ძირითად სასწავლო პროცესში, ხელმძღვანელობს ასისტენტ-პროფესორების, მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი.
- აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
- კონკურსის შედეგების მიხედვით რეიტინგული შეფასება არანაკლებ 150 ქულისა.

ასისტენტ-პროფესორი - მონაწილეობს ძირითად სასწავლო პროცესში, ხელმძღვანელობს მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტი.
- აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
- კონკურსის შედეგების მიხედვით რეიტინგული შეფასება არანაკლებ 120 ქულისა.

გადმოტვირთეთ კანდიდატის რეიტინგული შეფასების კრიტერიუმები

აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ კადრებს კონტრაქტი გაუფორმდებათ 2 წლის ვადით. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვრება 450 ლარით, ასოცირებული პროფესორის - 300 ლარით, ასისტენტ-პროფესორისა - 220 ლარით.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 11 ივნისი, კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 11 ივლისისა. კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

საკონტაქტო პირი: ჟენია ენდელაძე
მისამართი: ქუთაისი, წერეთლის ქ. № 13, მე-2 სართული
ტელეფონი: (+995 331) 45297
e-mail: info@kseu.edu.ge
web: www.kseu.edu.ge

 

[ უკან დაბრუნება ]

mes

naec

www.nea.ge