უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად, ვაკანსია–7 ადგილი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, არანაკლებ სამი წლის პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილებისა (აგრეთვე დოქტორანტს).
საბუთების მიღება იწარმოებს 2008 წლის 1 ივლისიდან 12 ივლისამდე.
კონკურსი ჩატარდება ტესტის სახით (წერითი ფორმით) მიმდინარე წლის 19 ივლისს, შაბათს, 12 საათზე.
კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
CV ფოტოსურათით 3X4;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატი (საზღვარგარეთ სტაჟირება, კურსები, სემინარები, ტრენინგები);
კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გამოცემული შრომების ჩამონათვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 4–52–97; 4–23–73.
მისამართი: ქ.ქუთაისი, წერეთლის ქ. № 13, სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი
[ უკან დაბრუნება ]