პირველი სექტემბერი მთელი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო. ცოცხალ ჯაჭვში მილიონზე მეტი ადამიანი იდგა. ერთმანეთზე ხელიხელჩაჭიდებულები სომბოლურად გამოხატავდნენ ერთობას, ერთსულოვნებას და ერთმანეთთან გვერდით დგომას.
„საქართველო ჩვენია“– ეს იყო, არის და ყოველთვის იქნება ნებისმიერი ქართველის გულისთქმა...
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ლექტორ–მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თავისი მოქალაქეობრივი მრწამსი ერთსულოვნად დააფიქსირეს ამ დღეს. ძალიან დიდი იყო ემოცია და ამ ემოციის გამოხატულება. ეს კი უპირველეს ყოვლისა იყო ცრემლი, ნაღველი და ტკივილი, მაგრამ არამც და არამც იმედგაცრუება, ხელის ჩაქნევა და მდგომარეობას შეგუება, ოპტიმიზმი, ხვალინდელი ნათელი და მზიანი დღის იმედი იყო და იქნება ის მასულდგმულებელი ძალა, რომელიც ერთად ყოფნას სდევდა თან რამოდენიმე საათის განმავლობაში...
რა თქმა უნდა ეს არ იყო ზეიმი, დღეს ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს საზეიმო ხალისი და განწყობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთურთის გასამხნევებლად, ძალის მოსაკრებად მაინც ისმოდა პატრიოტული, ცრემლნარევი სიმღერა და ლექსი...
„საქართველოო ლამაზო სხვა საქართველო სად არის?!“

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge