საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები იწყებენ ნაშრომების მიღებას ეკონომიკაში სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად. კონფერენციის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტები. იგი ორ ეტაპად ჩატარდება. დასკვნითი ტური საქართველოს ეროვნული ბანკში გაიმართება. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიგელებს, სამახსოვრო პრიზებსა და წამახალისებელ ჯილდოებს გადასცემს.
ნაშრომებში განხილული საკითხები უშუალო კავშირში უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარმოადგინონ შემდეგ თემებზე:

1. ფულად–საკრედიტო პოლიტიკა
• დამოუკიდებელი ფულად–საკრედიტო პოლიტიკა
• ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ტრანსმისიის მექანიზმები
• ინფლაცია და ინფლაციის თარგეთირება
• წონასწორული გაცვლითი კურსი

2. მაკროეკონომიკური მოდელირება და პროგნოზირება

3. ფინანსური სტაბილურობა
• ფინანსური სექტორის სეგმენტების ანალიზი
• ფინანსური სისტემის რისკების შეფასება

4. ფისკალური პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე

5. საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი
• ეკონომიკური ზრდის საკითხები

6. საგარეო სექტორი
• საგადასახდელო ბალანსი
• საქართველოს საგარეო კონკურენტუნარიანობა
• პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

7. მიკროეკონომიკა
• საწარმოს ორგანიზაცია
• დარგი ორგანიზაცია

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 15 მაისი. კონფერენციის ფინალური ეტაპი ჩატარდება 25-30 მაისამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ნაშრომი ჩააბარონ როგორც იმ უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში, სადაც ისინი სწავლობენ, ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gkalandadze@nbg.gov.ge
საკონფერენციო ნაშრომების მოცულობა შეზღუდული არ არის.

[ უკან დაბრუნება ]

 

mes

naec

www.nea.ge