მიმდინარე სასწავლო წლის 2 ნოემბერს ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტების მიერ მოეწყო ექსკურსია საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს კუთხეში - ქართლში.
ჯგუფმა დაათვალიერა ყინწვისის მამათა მონასტერი, რუისის დედათა მონასტერი, ქ. გორში ი.ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი და გორთან ახლოს მდებარე, უძველესი ქართული კულტურის ძეგლი - უფლისციხე, მოკლე ლაშქრობა განახორციელეს გორის ციხეზე. სტუდენტებმა ექსპრონტად გამართეს პოეზიის საღამო და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ძველი და ახლო ისტორიული წარსული.


