ამა წლის 3 დეკემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრს სტუმრობდა თავისუფალი თეატრის დასი თბილისიდან. დასმა ქუთათურ მაყურებელს წარმოუდგინა სპექტაკლი – „ჩვენ და ადამიანები“. (დამდგმელი რეჟისორი ნ.გომელაური).
ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ლექტორ–მასწავლებლებს ხელოვანთა ეს სასიამოვნო სტუმრობა არ გამორჩენია და 3 დეკემბერს სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ ჩვენებას. ასეთი კოლექტიური და ერთობლივი დასწრებები უცხო და იშვიათი როდია ჩვენი სტუდენტებისათვის, რომლებიც წარმოდგენის შემდეგ დიდი ხალისითა და ინტერესით უზიარებენ ერთმანეთს აზრსა და მიღებულ შთაბეჭდილებებს.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge