2007 წლის 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტასის-ტემპუსის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა გამოფენა, სადაც გაშუქდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამები, ერთობლივი ხარისხის მინიჭების პროგრამები, ერთობლივი კონფერენციები, პუბლიკაციები და სხვა სახის ურთიერთთანამშრომლობა.
გამოფენაზე ქუთაისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან თავისი პოსტერი წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.
გადმოტვირთე პოსტერი

 

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge