11 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშების – „რა, სად, როდის?“ შიგასაუნივერსიტეტო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა: „არწივი“ (I კურსი), „დილემა“ (II კურსი), „Black and white“ (III კურსი), „No Nome“ (II კურსი), „მოაზროვნე“ (III კურსი), „სფინქსი“ (I კურსი), „ელიტა“ (II კურსი).
თამაშები ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ფინალურ შეხვედრაში I ეტაპზე დაწინაურდა ოთხი გუნდი, რომელთაგან სამს ერთნაირი შედეგები ჰქონდა. საჭირო გახდა დამატებითი შეკითხვები, რომელთა შედეგად გამოიკვეთა დაწინაურებული სამი გუნდი. ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ: „ელიტა“ (კაპიტანი გიგა ადეიშვილი), „დილემა“ (კაპიტანი ბაქარი ლომთაძე) და „მოაზროვნე“ (კაპიტანი ბადრი ჩარკვიანი).
ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი – „ელიტა“.
1. ადეიშვილი გიგა
2. ხურცილავა დემური
3. ჩიხელიძე გია
4. გერგედავა ირაკლი
5. ახვლედიანი გოჩა
6. ახვლედიანი შალვა
გამარჯვებულებს გადაეცათ უნივერსიტეტის სიგელები და მხატვრული ლიტერატურა.
[ უკან დაბრუნება ]