2007 წლის 15 მაისს უნივერსიტეტში სტუდენტ-ახალგაზრდობის მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „სიყვარულო ძალსა შენსა“. მონაწილეებმა შესანიშნავად წარმოგვიდგინეს ცნობილი ქართველი პოეტების, მწერლებისა და კომპოზიტორების ნაწარმოებები. გალაქტიონ ტაბიძის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, გურამ ასათიანის და კიდევ მრავალ სხვათა სტრიქონები. მოკრძალებულად მოწყობილ “პოეზიის საღამოს” კიდევ უფრო სილამაზეს მატებდა მუსიკალური ჰანგები, ხალხური შემოქმედების უკვდავი ნიმუშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც ერთხმად გამოხატეს აღფრთოვანება და ხაზი გაუსვეს სტუდენტთა ნიჭიერებას და შემოქმედებით უნარს.
საღამოს ორგანიზაცია გაუკეთა სტუდენტურმა თვითმართველობამ და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელმა მზია ჟორჟოლიანმა.

 

 

 

 

 

 

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge