2007 წლის 14 დეკემბერს საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები ბოლონიის პროცესის კონტექსტში“, რომელზეც შეჯამდა “ტემპუს-ტასის“ პროექტის ფარგლებში განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისა და პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების მუშაობის შედეგები.
კონფერენციაზე სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის მიწვეული იყო ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი ლელა ქელბაქიანი, რომელსაც გადაეცა უნივერსიტეტის აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge