
2008 წლის 15 სექტემბერს სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც ყოველთვის, წელსაც გალამაზებული და გაახლებული დახვდათ სტუდენტებს როგორც აუდიტორიები და სასწავლო ლაბორატორიები, ასევე უნივერსიტეტის ეზოც.
ახლადგახსნილ სააქტო და საკონფერენციო დარბაზში საზეიმო შეხვედრა მოეწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ლელა ქელბაქიანმა, ფაკულტეტის დეკანმა კ. გაბელაშვილმა, სტუდკავშირის თავმჯდომარემ დ.ვალიშვილმა.
საზეიმო შეხვედრას სევდაც ახლდა. აგვისტოს თვეში ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული მოვლენები ხომ მთელი საქართველოს ტკივილია. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში გმირულად დაღუპულ თანამემამულეთა სამარადისო ხსოვნას.
შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
[ უკან დაბრუნება ]