2008 წლის 17-18-19 მაისს სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებმა ექსკურსია მოაწყვეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მარშრუტი ფრიად დატვირთული და სასიამოვნო იყო. სტუდენტებმა დაათვალიერეს ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, აქვე მდებარე დედათა მონასტერი, რომელიც აგებულია XIII-XIV საუკუნეებში, აბასთუმნის ობსერვატორია, იქვე მოინახულეს რომანოვების მიერ აგებული ალ. ნეველის სახელობის ეკლესია, დაათვალიერეს ბორჯომის დასასვენებელი და გასართობი პარკი. უკან დაბრუნებისას კიდევ რამდენიმე ისტორიული ძეგლი და ეკლესია-მონასტერი ნახეს. ამ ხანგრძლივი მარშრუტის მანძილზე ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევდნენ პროფესიონალი გიდები.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge