18 მარტს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო ბიზნეს ტრენინგი თემაზე «რა არის ფული?»

და სიმულაცია «მოიგე მეტი». ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის ამაღლებას თანამედროვე ეკონომიკის საკითხებში და სხვა.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დამსწრე სტუდენტები დაიყო რამოდენიმე ჯგუფად. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ და კითხვა-პასუხის თამაშებში. ტრენინგმა მიიღო სისტემატიური ხასიათი და იგი ეწყობა კვირაში ერთხელ სამშაბათობით 11 საათზე.
ტრენინგს ხელმძღვანელობს ქუთაისის კონსალტინგის
(BCNG - ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველო) მრჩეველი ბიზნესს საკითხებში აშშ-დან. ასევე დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგების წარმართვა ბიზნესის სხვადასხვა თემათიკაზე, კერძოდ:
- ეკონომიკის ზეგავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე
- პერსონალური ფინანსები
- ფულის ღირებულება დროში
- ბიზნეს ეთიკა
ამასთანავე სტუდენტებისათვის და დაინტერესებულ პირთათვის დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები ბიზნეს უნარების განვითარების კუთხით, რომელიც წარიმართება ქუთაისი კონსალტინგის ოფისში. რუსთაველის ქ. №8; ტელ: 44085
ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო
www.bcng.ge
[ უკან დაბრუნება ]