17 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ამხანაგური მატჩი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხვდებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტთა გუნდები: „CRASY ANGELS“ და „გიჟები სტადიონზე“. შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ ამხნევებდნენ როგორც თანაკურსელები, ასევე ლექტორ–მასწავლებლები. მატჩი მეორეკურსელთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასი და სიგელები.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი გახლდათ ახლად აშენებული სპორტის სასახლის ისტორიაში პირველი ფეხბურთი გოგონათა შორის.