15.12.2007
2007 წლის 14 დეკემბერს საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები ბოლონიის პროცესის კონტექსტში“.
04.12.2007
ამა წლის 3 დეკემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრს სტუმრობდა თავისუფალი თეატრის დასი.
22.11.2007
2007 წლის 10–20 ნოემბერს სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩატარდა წინა შესარჩევი თამაშები მინი ფეხბურთში.
04.11.2007
მიმდინარე სასწავლო წლის 2 ნოემბერს ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტების მიერ მოეწყო ექსკურსია საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს კუთხეში - ქართლში.
14.10.2007
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა მსოფლიოში აკრედიტებული კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ინტერნეტ ცნობარში. (http://www.alumni.net). ცნობარი მოიცავს სრულ ინფორმაციას 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ კოლეჯისა და უნივერსიტეტის შესახებ. ცნობარში დარეგისტრირებულია 2 მილიონზე მეტი წევრი. იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო წყაროს. აღნიშნული ცნობარით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს რეგისტარციას, ცნობარის ბაზა სისტემატიურად ახლდება.
05.10.2007
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით მოეწყო ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
28.09.2007
2007 წლის 27 სექტემბერს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საფინანსო, საბანკო, სადაზღვევო საქმისა და სისხლის სამართლის სპეციალობებზე ჩატარდა მისაღები გამოცდა.
27.09.2007
2007 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელობისა და უნივერსიტეტის რექტორატის მხარდაჭერით მოეწყო ნ. ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
24.09.2007
2007 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
14.07.2007
დასრულდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსის შედეგების მიხედვით 2007-2008 სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებს დაიკავებს 15 ასოცირებული ფროფესორი, 6 სრული პროფესორი და 2 ასისტენ პროფესორი.
12.07.2007
სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, ავთანდილ ცხადაძემ გაიმარჯვა კონკურსში. კონკურსი ითვალისწინებს ახალგაზრდების შერჩევას საერთაშორისო ბანაკში გასაგზავნად. ბანაკის თემაა "Youth without borders - ახალგაზრდები საზღვრებს გარეშე". ბანაკი ეწყობა სომხეთის ქალაქ გიუმრში. საქართველოდან საერთოდ შერჩეულია 6 ახალგაზრდა, მათ შორის 2 ქუთაისელი.
30.05.2007
2007 წლის 24-26 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი აკადემიური მობილურობის შესახებ. ფორუმის ძირითადი მიზანი იყო უკრაინის უნივერსიტეტების მიერ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარება.
22.05.2007
2007 წლის მაისის თვეში ჩატარდა ქუთაისის საერო ინსტიტუტ „გელათის“ დაარსებიდან მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სპარტაკიადა. ჩვენი უნივერსიტეტის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა მეორე ადგილი მინი ფეხბურთში. უნივერსიტეტის რექტორატმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციამ ფეხბურთელთა გუნდი დააჯილდოვა დიპლომებით.
20.05.2007
2007 წლის 15-19 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე “სისტემური ანალიზი და ინფორმაციული ტექნოლოგიები”. კონფერენცია ჩაატარა კიევის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი სისტემური ანალიზის ინსტიტუტმა. კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებანი კვლევით-სამეცნიერო მუშაობაში. ყოველ შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა საინტერესო დისკუსიებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეა კორძაძემ.
15.05.2007
2007 წლის 15 მაისს უნივერსიტეტში სტუდენტ-ახალგაზრდობის მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „სიყვარულო ძალსა შენსა“...
09.05.2007
2007 წლის 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტასის-ტემპუსის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა გამოფენა, სადაც გაშუქდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების...
10.05.2007
2007 წლის 10 მაისს გაიმართა შიგა საუნივერსიტეტო საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ეკონომიკისა და ბიზნესის“ ფაკულტეტის I კურსის „ბ“ ჯგუფისა და II კურსის მოყვარული ფეხბურთელთა გუნდები. შეხვედრა დამთავრდა II კურსელთა გამარჯვებით, რომელთაც მოიპოვეს უნივერსიტეტის ჩემპიონის ტიტული და გადაეცათ გარდამავალი თასი.
01.05.2007
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.


