2008 წლის 21-22 აპრილს ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია "თუნინგის" პროექტის ფარგლებში, თემაზე: "სტუდენტის დატვირთვა და სწავლების შედეგები".
კონფერენცია მიზნად ისახავდა “თუნინგ”-ის მეთოდოლოგიის გავრცელებას, ECTS კრედიტების გაანგარიშებასა და საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის მეთოდების გაცნობას.
“თუნინგ”-ის პროექტი 2000 წელს დაიწყო. ამ პროექტის მიხედვით ბოლონიის პროცესში უნივერსიტეტებმა, მათმა პერსონალმა და სტუდენტებმა უნდა შეიმუშაონ კონკრეტული სტრატეგიები ინოვაციების დასანერგად.
“თუნინგ”-ის პროექტში მონაწილეობს მაღალკვალიფიციური ექსპერტები 27 ევროპული ქვეყნის 135 ცნობილი უმაღლესი სასწავლებლებიდან. “თუნინგ”-ის პროექტის ფარგლებში განიხილება დარგობრივი სფეროების საკითხები. ეს არის ეფექტური გზა საერთაშორისო კონსესუსის მისაღწევად, საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით. იგი ხელს უწყობს უმაღლესი განატლების ევროპული სივრცის შექმნას, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში განათლების მაღალ ხარისხს.
თუნინგ-ის პროექტის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, მათ შორის ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელი ასოც. პროფ. თეა კორძაძე კერძო მიწვევით მონაწილეობას იღებდა 11-12 აპრილს კონფერენციის მუშაობაში.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge