უნივერსიტეტი 2008 წლის 15–16 მაისს აწყობს პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება, პროფესორ–მასწავლებელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისა და პედაგოგების ერთობლივი კვლევების ხელშეწყობა და წახალისება. სამეცნიერო კონფერენცია იმუშავებს შემდეგ სექტორებად:
– ჰუმანიტარული მეცნიერებები. (ქართული და უცხო ენები, ისტორია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია)
– ეკონომიკური მეცნიერებები. (ფინანსები, კრედიტი და საბანკო საქმე, მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, სექტორული ეკონომიკა და მენეჯმენტი, მარკეტინგი, საქართველოს ეკონომიკის პრობლემატიკა, ეკონომიკური გეოგრაფია)
– მათემატიკა-ინფორმატიკა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ–მასწავლებლებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. კონფერენციაში მონაწილე პროფესორ–მასწავლებლები, დოქტორანტები და მაგისტრანტები წარმოადგენენ სამეცნიერო თემის თეზისებს (1–2 გვერდზე), ხოლო ბაკალავრები თემის სრულ დასახელებას, შემსრულებლისა და მეცნიერ–ხელმძღვანელის სახელისა და გვარის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ. ფოსტის, სპეციალობის, კურსის, უმაღლესი სასწავლებლის მითითებით. ტექსტი აკრებილი უნდა იყოს ქართული უნიკოდით (Sylfaen), ზომა-12; 1,5 ინტერვალით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
თითოეულ სექციაში გამოვლენილი საუკეთესო სამეცნიერო თემისათვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია, კონფერენციის მასალები დაიბეჭდება.
თეზისები და სამეცნიერო თემის დასახელება (ავტორების მითითებით) წარმოდგენილი უნდა იქნას ქსეუ–ს სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში: ქუთაისი, წერეთლის ქ. №13, მე–2 სართული, ოთ.204; ან გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: info@kseu.edu.ge მიმდინარე წლის 5 მაისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: (8231)4–57–72; 4–52–97;
სამეცნიერო კონფრენციის საორგანიზაციო კომიტეტი
[ უკან დაბრუნება ]