2008 წლის 25 ივნისს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ჰოლანდიის

მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (MSM) წარმომაგენლები, ქ-ნი ემი ვანგი, MSM-ის სოციალურად-ორიენტირებული პროგრამების დირექტორი და ქ-ნი ელოისა გ. აკოსტა, MSM-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
საპატიო სტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა ქ-ნმა ლელა ქელბაქიანმა. მასთან ერთად სტუმრებს შეხვდნენ ბ-ნი ლაშა ლაღიძე, «შ.პ.ს. ქსეუს» სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი, ქ-ნი ნინო ხაზარაძე, რექტორის მოადგილე ადმინისტრაციის დარგში, ბ-ნი კახაბერ გაბელაშვილი, ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბ-ნი ავთანდილ ხურციძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის უფროსი, ქ-ნი თამარ გოგსაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ქ-ნი თეა კორძაძე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და

უნივერსიტეტის ბაკალავრიატის IV კურსელები.
უნივერსიტეტის რექტორი, ქ-ნი ლ.ქელბაქიანი სტუმრებს ესაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე, გააცნო მათ უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურა და სასწავლო პროგრამები და გამოთქვა სურვილი, რომ დამყარდეს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები აღნიშნულ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის.
თავის მხრივ, ქ-მა ემი ვანგმა წარმოადგინა MSM-ის მართვის სტრუქტურა და სასწავლო პროგრამები. ამასთანავე, მან ვრცლად ისაუბრა MSM-ის სოციალურად-ორიენტირებულ პროგრამებზე, რომლებსაც სკოლა ახორციელებს განვითარებადი და ღარიბი ქვეყნების სტუდენტებისთვის.
შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ მომავალი ურთიერთობების ფორმებზე, რომლის მიზანია ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქსეუ-სა და MSM-ს შორის.
[ უკან დაბრუნება ]