2007 წლის 27 სექტემბერს უნივერსიტეტის პირველკურსელები საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის სააქტო დარბაზში დაესწრო ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას. სხდომაზე საინტერესო მოხსენებით გამოვიდა მწერალი და პუბლიცისტი ელგუჯა თავბერიძე, ნ.ნიკოლაძის ბიოგრაფიის მკვლევარი, მეცნიერ-ეკონომისტი რამაზ ნამიჭეიშვილი, ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორი რეზო რობაქიძე, ნ.ნიკოლაძის სახლ-მუზეომის წარმომადგენლები.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ახლადგარემონტებული ბანკის შენობა, გაეცვნენ ქართული ბანკის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან დაკავშირებულ საინტერესო გამოფენებს.
რამაზ ნამიჭეიშვილმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 165-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ახალი წიგნი "საბაზრო ეკონომიკა საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის პროცესებში".

 

 

 

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge