2008 წლის 24–25–26 მაისს უნივერსიტეტის სტუდკავშირის ინიციატივითა და ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დახმარებითა და თანადგომით მოეწყო ექსკურსია კახეთის მხარეში ღირსშესანიშნავი, ძველი და ახალი ისტორიული ძეგლების გასაცნობად და კიდევ უფრო კარგად შესასწავლად, შემდეგი მარშრუტით: მცხეთა – თბილისი – წინანდალი – იყალთო – გრემი – ალავერდი – ბოდბის მონასტერი – სიღნაღი – დავით გარეჯი.
ექსკურსია–ლაშქრობები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ნამდვილად არ არის უცხო და იშვიათი, მაგრამ ამჟამად ერთად შეიკრიბა მთელი უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტივი. ეს ექსკურსია ერთგვარი წახალისების ფორმაც იყო მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის. შესანიშნავი საექსკურსიო გარემო, კომფორტული ტრანსპორტი, პროფესიონალი მძღოლები და გიდი; რაც მთავარია კახეთის შესანიშნავი ბუნება და ისტორიული ძეგლებით მრავალმხრივად დატვირთული მარშუტი არა მარტო სახალისო და სასიამოვნო, არამედ ცოდნის გასაღრმავებელი გახლდათ ახალგაზრდებისთვის. ეს ლამაზი სამი დღე მათ ალბათ ყოველთვის დაამახსოვრდებათ!
ეწვიეთ ფოტო გალერეას სხვა სურათების დასათვალიერებლად.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge