20.04.2007
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა მსოფლიოში აკრედიტებული კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ინტერნეტ ცნობარში (www.4icu.org/reviews/9307.htm), რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას 200-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ კოლეჯისა და უნივერსიტეტის შესახებ. იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო წყაროს დაინტერესებულ პირთათვის. აღნიშნული ცნობარით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს რეგისტარციას, ცნობარის ბაზა სისტემატიურად ახლდება.
12.04.2007
2007 წლის 11 აპრილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის სამსახურის მიერ აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო საქართველოს განათლების დეცენტრალიზაციისა და აკრედიტაციის პროექტის ნაწილის - „თვითშეფასების დოკუმენტური უზრუნველყოფა“ - პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელმა ემი ლეზბერგმა ისაუბრა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თვითშეფასების ძირითად ინდიკატორებზე და იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც წინ უძღვის თვითშეფასების წლიური ანგარიშების მომზადებას. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი ასოც. პრო. ლ.ქელბაქიანი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ასოც. პრო. ე.ბაბუნაშვილი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასისტ. პროფ. მ.ყიფიანი.
30.03.2007
უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა გოგონათა ფეხბურთის გუნდი, რომელიც აქტიურად ჩაება სტუდენტთა საქალაქო სპორტულ ესტაფეტაში.
24.03.2007
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაიმ“ გამოაცხადა კონკურსი ქუთაისსში გაყიდვების აგენტის ვაკანსიაზე. ტესტირება ჩატარდა სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, რომელშიც სხვა მსურველებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის პრაქტიკანტმა სტუდენტებმა, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში გასვლის უფლება მოიპოვეს.
21.03.2007
უნივერსიტეტის რექტორატმა, ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა თერჯოლის რაიონში არსებულ უპოვართა და უმწეოთა სახლის „კათარზისის“ დახმარების გაწევის მიზნით შეაგროვა პირველადი მოხმარების საგნები და ფულადი თანხა.
15.03.2007
სასწავლო–საწარმოო პრაქტიკას ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილი გადის სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაი“–ს იმერეთის წარმომადგენლობაში (აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წარმომადგენლობის უფროსი მენეჯერი ჩვენი კურსდამთავრებული როლანდი ბრეგვაძეა).
8.03.2007-15.04.2007
სტუდენტთა თვისშემოქმედების გამოვლენისათვის, მიმდინარე პროცესებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმირების მიზნით უნივერსიტეტში რეგულარულად გამოდის კედლის გაზეთი.
1.03.2007
დღესაც გრძელდება წინა წლების ტრადიცია – თვეში ერთხელ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებს ერთობლივად სტუმრობენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები. რექტორატის მხრიდან ეს ერთგვარი საქველმოქმედო აქციაა ჩვენს ქალაქში მოღვაწე ხელოვანთათვის.
25.02.2007
უნივერსიტეტის რექტორი ჩაერთო ქართული ტელესივრცის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში „ეტალონი“ მოსწავლეთათვის. 2007 წლის მარტის თვის ხუთივე ტურის ფინალში მეორე და მესამე ადგილებზე გამსვლელთათვის უნივერსიტეტმა დააწესა წამახალისებელი ფულადი ჯილდო.
15.02.2007
უნივერსიტეტმა საქმიანი ხელშეკრულება (3 წლის ვადით) გააფორმა სს საქართველოს „სახალხო ბანკის“ ქუთაისის ფილიალთან. ხელშეკრულების თანახმად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის IV კურსის 20 სტუდენტი სასწავლო–საწარმოო პრაქტიკას გაივლის საბანკო დაწესებულების სხვადასხვა განყოფილებებში. „სახალხო ბანკის“ ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეს. სწორედ ამის გათვალისწინებით, პრაქტიკის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს, რომლებიც რაიონების წარმომადგენლები არიან, მიეცემათ დახასიათება–რეკომენდაცია „სახალხო ბანკის“ რაიონულ განყოფილებებში წარსადგენად.
25.01.2007
გამოვიდა ჟურნალ „ეკონომიკური პროფილის მეორე ნომერი“. ჟურნალი აგრძელებს ნარკვევების გამოქვეყნებას ნობელიანტი ეკონომისტების შესახებ...


