დეკემბრის თვეც მიიწურა ...
მოახლოვდა წლის დასასრული და კიდევ ერთი ახლის დასაწყისი ...
უნივერსიტეტში კი დაიწყო წინასაგამოცდო ფაცი–ფუცი და ციებ–ცხელება, მაგრამ ამ ფორიაქსა და დაძაბულობას სიხარულიც და ხალისიანი განწყობაც მოჰყვება ხოლმე თან.
სტუდენტები დიდი აქტივობით, ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი სიამოვნებით ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად, თითქმის მთელი თვის განმავლობაში. 28 დეკემბერს უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კარნავალი, რომელშიც ძალიან ბევრმა სტუდენტმა და ლექტორ–მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საკმაოდ მხიარული, იუმორისტული და თან ცოტა უჩვეულოც იყო იმით, რომ მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება ნაკლებად იყო გამიჯნული ...
გაიმართა კონკურსი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვების მოსაპოვებლად: გამოვლინდა საუკეთესო სადღეგრძელო, საუკეთესოდ წაკითხული პოეზიისა და პროზის ნიმუშები, საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო იუმორისტული ნომერი და ა.შ.
უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარემ დენის დვალიშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს როგორც ლექტორ–მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს.

... იყო ბევრი ღიმილი, იუმორი, ლამაზი ლექსი, მუსიკა თუ სიმღერა.
დასასრულს ერთმანეთს კეთილი სურვილები, ბედნიერება და სიყვარული უსურვეს. ყველამ ერთად დალოცა დამდეგი 2008 წელი.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge