14.02.2007

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი 2007 წლის 1 მარტს, 3 საათზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ატარებს ღია კარის დღეს. მისამართი: წერეთლის 13; აუდიტორია №304. ტელ: 45297, 43314.

12.02.2007

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი 2007-2008 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სპეციალობებზე:
- საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე
- საბუღალტრო და საგადასახადო საქმე
- ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
ჩასარიცხი ადგილების რაოდენობა 190 სტუდენტი, სწავლის წლიური გადასახადი 1500 ლარი.

28.12.2006

2006 წლის 26 დეკემბერს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარის არჩევნები, შედეგების თანახმად არჩევნებში გაიმარჯვა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა დენის დვალიშვილმა 145 ხმით ანუ 71%.

15.12.2006

2006 წლის დეკემბრის თვეში რექტორატის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორ ნიკო ჩიხლაძის სავარჯიშოებისა და ტესტების კრებული „ეკონომიკა“. აღნიშნული სახელმძღვანელო ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ეკონომიკურ დისციპლინათა სწავლებისას ტესტებისა და სავარჯიშოების სისტემის აქტიურად დანერგვაში. რაც წარმატებით ხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში და ხელს უწყობს მიღებული თეორიული ცოდნის მაქსიმალურ გამოვლენას.

17.11.2006

რექტორის ბრძანება №13 §2 2006-2007 სასწავლო წლის 1 ოქტომბრიდან სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 25 ლარის ოდენობით ქვემოთ ჩამოთვლილ სტუდენტებს:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი დვალიშვილი დენისი
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი კაპანაძე თემური  

10.11.2006

2006 წლის 8 ნოემბერს, „სტანდარტ ბანკის“ ქუთაისის ფილიალის პრეზენტაციაზე, უნივერსიტეტის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტები: II კურსის სტუდენტი - გოგნაძე თამარი (იურისტი), II კურსის სტუდენტი - ფრუიძე გიორგი (უცხო ენა და ლიტერატურა), IV კურსის სტუდენტი - ცნობილაძე მარიამი (ეკონომისტი) დაჯილდოვდნენ ბანკის პლასტიკური ბარათებით, თითოეულზე 50 ლარის დეპოზიტით.

15.10.2006

უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მეორე ეტაპი და 2007-2008 სასწავლო წლისათვის მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა 190 სტუდენტით.

30.09.2006

2006-2007 სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ყველა ვაკანსია შეივსო.

29.09.2006

2006 წლის 29 სექტემბერს ჯეოსელის ინიციატივით უნივერსიტეტის პირველკურსელ სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ჯეოსელის სერვისის კუპონი, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები უფასოდ ჩაერთვებიან ჯეოსელის ქსელში.

28.09.2006

ჩვენს უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მეცენატის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში კონფერენციების ჩატარება.

15.07.2006

უნივერსიტეტმა დაიწყო ახალი ქართული ეკონომიკური ჟურნალის პერიოდული გამოცემა სახელწოდებით - „ეკონომიკური პროფილი“. ჟურნალში განხილულია...

20.04.2006

2006-2007 სასწავლო წელს მიღება განხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემდეგ სპეციალობებზე:
1. ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე
2. საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
3. ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
4. ინგლისური ენა და ლიტერატურა
5. სამართალმცოდნეობა

 

mes

naec

www.nea.ge