11.11.2008

11 ნოემბერს ჩატარდა ფინალური შეხვედრა მინი ფეხბურთში ვაჟთა შორის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე–4 კურსის გუნდი- F.C. „Z“ და მე–3 კურსის გუნდი– „ქორები“...

8.11.2008

ამა წლის 8 ნოემბერს ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტში „ნატოს“ ეგიდით იმერეთის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“. რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი „BLACK and WHIIE“.
1) ბესელია სოფიო
2) ხელაძე მარეხი
3) ნეფარიშვილი ნათია
4) ბენდელიანი გიული
5) დემეტრაძე ომარი
6) ჯკუასელი ირაკლი – კაპიტანი.
ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა მე–3 ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა წიგნები და მაისურები.

6.11.2008

2008 წლის 5 ნოემბერს დაიწყო შიგასაუნივერსიტეტო შეჯიბრი მინი ფეხბურთში ვაჟთა შორის. რომელშიც მონაწილოებას იღებს 8 გუნდი...

23.10.2008

თერჯოლის რაიონის სოფელ ნაგარევში გაიხსნა საჯარო სკოლის კეთილმოწყობილი ახალი შენობა,რომელიც ორი წლის წინ ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. უნივერსიტეტის რექტორატმა სკოლას საჩუქრად გადასცა ახალი კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე და საკანცელარიო საქონელი, ნივთები. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, სამინისტროს, რაიონის რესურსცენტრის, იმერეთის გუბერნატორის სამსახურისა და სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

დაწვრილებით

23.10.2008

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ასოც. პროფესორის რამაზ ნამიჭეიშვილის მიერ წაკითხული იქნა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული ეკონომიკის განვითარებისა და დამამუხრუჭებელი მექანიზმები“. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია

დაწვრილებით

15.10.2008

2008 წლის 15 ოქტომბერს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო ჰუმანიტარული აქცია დროებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. სტუდკავშირის ფონდიდან გამოიყო თანხა და შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის სათამაშოები ბავშვთა ასაკის გათვალისწინებით. საჩუქრებმა დიდი სიხარული გამოიწვია ნიკეას ქუჩაზე სპორტსკოლისა და შპს „აიას“ ბაგა–ბაღის შენობაში განთავსებულ დევნილებს შორის. მათ დიდი მადლობა გადაუხადეს საჩუქრებით მისულ სტუდენტებს....

დაწვრილებით

27.09.2008

უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა რექტორატის დაფინანსებითა და ორგანიზებით დაათვალიერეს ნ.ნიკოლაძის სახელ–მუზეუმი დიდ ჯიხაიშში...

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტი-ახალგაზრდობა შეშფოთებას გამოვხატავთ რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის გამო და თავს ვალდებულად ვთლით...

16.09.2008

2008 წლის 15 სექტემბერს სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო...

02.09.2008

პირველი სექტემბერი მთელი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო. ცოცხალ ჯაჭვში მილიონზე მეტი ადამიანი იდგა. ერთმანეთზე ხელიხელჩაჭიდებულები სომბოლურად გამოხატავდნენ ერთობას, ერთსულოვნებას და ერთმანეთთან გვერდით დგომას.

30.08.2008

ემოციით დაწერილი დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი სამადლობელი!

29.08.2008

სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა, ისევე როგორც უამრავმა სხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა დროებით გადაადგილებულ, საცხოვრებელდანგრეულ ადამიანების დასახმარებლად.

20.07.2008

2008 წლის ივლისის თვეში უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებელი კუნკურსი. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 22-მა ინგლისური ენის სპეციალისტმა. უმაღლესი ქულებით აღნიშნული თანამდებობა დაიკავა 8 კონკურსანტმა.

08.07.2008

უნივერსიტეტს ესტუმრა ევროკავშირის საგამნმანათლებლო პროექტის
«ტემპუს-IV»-ის წარმომადგენლები.

02.07.2008

უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად, ვაკანსია–7 ადგილი.

01.07.2008

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჰოლანდიის მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (MSM) წარმომადგენლების ვიზიტი.

17.06.2008

2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის დარეგისტრირებული სტუდენტთა მობილობისთვის განკუთვნილი ვაკანსიები:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 8
სამართლის ფაკულტეტი - 3

15.06.2008

მიმდინარე წლის 14 აპრილიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა მეხელენის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ტემპუს-IV საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში.

29.05.2008

2008 წლის 24–25–26 მაისს უნივერსიტეტის სტუდკავშირის ინიციატივითა და ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დახმარებითა და თანადგომით მოეწყო ექსკურსია კახეთის მხარეში...

24.05.2008

22–23 მაისს გაიმართა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

17.05.2008

2008 წლის 17-18-19 მაისს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებმა ექსკურსია მოაწყვეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

18.04.2008

2008 წლის 21-22 აპრილს ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია "თუნინგის" პროექტის ფარგლებში, თემაზე: "სტუდენტის დატვირთვა და სწავლების შედეგები".

18.04.2008

17 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ამხანაგური მატჩი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხვდებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტთა გუნდები: „CRASY ANGELS“ და „გიჟები სტადიონზე“. შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ ამხნევებდნენ როგორც თანაკურსელები, ასევე ლექტორ–მასწავლებლები. მატჩი მეორეკურსელთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასი და სიგელები.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი გახლდათ ახლად აშენებული სპორტის სასახლის ისტორიაში პირველი ფეხბურთი გოგონათა შორის.

17.04.2008

უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე სამეცნიერო შრომების (მონოგრაფისს, სახელმძღვანელოს, ლექციების კურსის) გამოცემის დაფინანსების შესახებ, წარმოდგენილი ნაშრომებიდან დაფინანსებული იქნა ნიკო ჩიხლაძის "ზოგადი ეკონომიკა" და "ეკონომიკური ურთიერთობები მართმადიდებულ ფასეულობათა გააზრების საკითხები", ავთანდილ სოხაძის (თანაავტორები კახაბერ, მარინე ყიფიანი) "საქართველოს ეკონომიკა".

დაწვრილებით

2.04.2008

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები იწყებენ ნაშრომების მიღებას ეკონომიკაში სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად. კონფერენციის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტები.

1.04.2008

უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის – მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, ლექციების კურსის გამოცემის დაფინანსებაზე. კონკურსში მონაწილეობისათვის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის მოკლე ანოტაცია უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში 2008 წლის 30 აპრილამდე.

დაწვრილებით

28.03.2008

უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა კეთილშობილური აქცია, რომლის მიზანია დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. აქციას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში, ასევე პროფესორ–მასწავლებელთა შორისაც. უკვე დაიწყო თანხის შეგროვება და ეტაპობრივად ბავშვთა ანგარიშზე გადარიცხვა.

დაწვრილებით

26.03.2008

უნივერსიტეტი 2008 წლის 15–16 მაისს აწყობს პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას.

18.03.2008

18 მარტს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო ბიზნეს ტრენინგი თემაზე «რა არის ფული?» და სიმულაცია «მოიგე მეტი».

11.03.2008

11 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშების – „რა, სად, როდის?“ შიგასაუნივერსიტეტო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა: „არწივი“ (I კურსი), „დილემა“ (II კურსი), „Black and white“ (III კურსი), „No Nome“ (II კურსი), „მოაზროვნე“ (III კურსი), „სფინქსი“ (I კურსი), „ელიტა“ (II კურსი).

7.03.2008

6 მარტს უნივერსიტეტში მოეწყო კინოჩვენება ფილმისა – „უფლის ჯარისკაცები“. ეს გახლდათ ქუთაის–გაენათის ეპარქიასთან არსებული კ/თ „იმედი“-ს აქცია. ფილმმა დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები კმაყოფილი დარჩნენ ერთობლივი დასწრებისა და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ჩვენებები მომავალშიც მრავლად მოეწყოს.

დაწვრილებით

30.12.2007

2007 წლის 28 დეკემბერს უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კარნავალი...

 

 

mes

naec

www.nea.ge