ჟურნალ “ეკონომიკურ პროფილში” სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების წესი:

ჟურნალში გამოქვეყნებისათვის განკუთვნილი სტატიები უნდა იყოს ავტონომიური კვლევის შედეგი. ნაშრომი არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე სხვა ორგანოში (გამონაკლის შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს რედკოლეგია).
სასურველია სტატიის მოცულობა არ აღემატებოდეს 8 ნაბეჭდ გვერდს (შრიფტი AcadNusx ან LitNusx, ინტერვალი 1,5, შრიფტის ზომა 12, სათაური არაუმეტეს 8 სიტყვისა). ნაშრომს აუცილებელია დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა და 1000 ნიშნიანი რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორის ბიოგრაფიული მონაცემები, ელფოსტა, ფაქსი და საკონტაქტო რეკვიზიტები.
გამოსაქვეყნებელი სტატია ავტორმა რედაქციაში უნდა წარმოადგინოს ნაბეჭდი სახით 2 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსია მყარ დისკეტზე, შემდეგ მისამართზე:

სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.
4600, საქართველო, ქუთაისი, წერეთლის გამზ. #13
ტელ: +995 331 4 23 73, 4 82 01.
E-mail: info@kseu.edu.ge, chixi@mail.ru
http://www.kseu.edu.ge

ყველა ნაშრომი რეცენზირდება. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში ავტორს ეცნობება რედაქციაში სტატიის ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში. ნაშრომი გამოქვეყნდება მხოლოდ დადებითი რეცენზიის ან შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ.

[ უკან დაბრუნება ]

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge