აკადემიური პროგრამები

უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის აკადემიურ პროგრამებს: ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის.

ბაკალავრის აკადემიური პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს. მისი მიზანია სტუდენტთა პროფესიული მომზადება და შესაბამისი სპეციალობის თეორიული საფუძვლების იმ მოცულობით სწავლება, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად. ბაკალავრის პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სამართლის ფაკულტეტებზე.
სამაგისტრო აკადემიური პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს. მისი მიზანია სტუდენტთა მომზადება სამეცნიერო - კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, აგრეთვე, კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალობის შეცვლა. ქსეუ-ში სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლისა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.
სადოქტორო აკადემიური პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს. მისი განხორციელება უნივერსიტეტში დაიწყება 2007-2008 სასწავლო წლიდან. ამ პროგრამაზე დაიშვებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები. პროგრამის დასრულების და დისერტაციის დაცვის შემდეგ დოქტორანტს ენიჭება ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

mes

naec

www.nea.ge