ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა2008-2012წ.წ.
I. პრეამბულა ქუთისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (ქსეუ) არსებოსის მე-17 წელს ითვლის. თავდაპირველად, ახლადდაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა, ხოლო შემდგომში - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სახით ჩამოყალიბდა. ვინაიდან კადრები მზადდებოდა საუნივერსიტეტო სპეციალობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელს შეეცვალა სტატუსი და 1992 წლიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ეწოდა. ქსეუ ამზადებდა უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შემდეგი სპეციალობებით: სამართალმცოდნეობა, ფინანსები და კრედიტი, წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1996-1997 სასწავლო წლიდან დაიწყო მიღება ახალ სპეციალობებზე: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონული ეკონომიკა და მართვა, ოფისის მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები უცხო ენით. ნიშანდობლივია, რომ უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაციის ორი ეტაპი 2005 და 2006 წლებში. უნივერსიტეტს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც 8 ათასამდე საბიბლიოთეკო ერთეულს მოიცავს, ასევე საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა. ქსეუ-ს აქვს საკუთარი ორგანო - სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ეკონომიკური პროფილის“ სახით, ფუნქციონირებს ორი კომპიუტერული ლაბორატორია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. 2007 წლის ივნისში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსის შედეგად, 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წლებში სასწავლო პროცესს წარუძღვება 6 სრული პროფესორი, 15 ასოცირებული პროფესორი და 2 ასისტენტ-პროფესორი. ქსეუ ახალგაზრდა სასწავლო დაწესებულებაა, თუმცა მან უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის და საქართველოს ახალ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობით მოკრძალებულ ნაბიჯებს დგამს საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის. II. უნივერსიტეტის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები ამჟამად უნივერსიტეტში არის სამი ფაკულტეტი: 1. ბიზნესის და მართვის 2. სამართლის (კვალიფიკაცია - იურისტი) 3. ჰუმანიტარული (უცხო ენა და ლიტერატურა) დასახელებულებიდან ბოლო ორი, ე.წ. "მილევადი სპეციალობებია", რამდენაც 2006-2007 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული კადრების მომზადება მხოლოდ ეკონომიკურ სპეციალობებში. ქსეუ ფლობს კომპონენტთა მნიშვნელოვან ნაწილს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მოსამზადებლად: • ქსეუ-ს სტრუქტურა შეესაბამება საგანმანათლებლო დაწესებულების თანამედროვე მოთხოვნებს; • საკუთარი განახლებადი ვებ-გვერდი, ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, მუდმივი ინტერნეტი; • სტუდენტური თვითმმართველობა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ა.შ. • უნივერსიტეტი გამოცემს დამოუკიდებელ სამეცნიერო-პრაქტიკულ რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალს "ეკონომიკურ პროფილს", როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ვერსიის სახით. • საუნივერსიტეტო საქმიანობის სრულყოფის მიზნით ქსეუს საერთაშორისო ურთიერთობათა და განვითარების განყოფილება ურთიერთობებს ამყარებს საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან, საგანმანათლებლო, კულტურისა და სხვა სახის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციის მუშაკთა და სტუდენტთა მობილურობას, მართავს საგრანტო პროგრამებს. უნივერსიტეტის ფუნქციონირების ეფექტურობას ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობა მრავალ სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან: • იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო: ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის გავლაში უზრუნველყოფას; • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი: ხელშეკრულება ითვალისწინებს ბიბლიოთეკით სარგებლობას, პერიოდული სემინარების ორგანიზებას, საინფორმაციო უზრუნველყოფას და ა.შ. • ახალგაზრდა იურისტ-სტუდენტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი: ხელშეკრულება ითვალისწინებს საჩვენებელი პროცესების ორგანიზება-იმიტაციას, ერთობლივი სემინარებისა და ტრეინინგების; • საჯარო ბიბლიოთეკა: ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო და სპეცილური ლიტერატურით, პერიოდიკით შეუფერხებელ უზრუნველყოფას; • GSS კოდექსი: ხელშეკრულება ითვალისწინებს მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო და სპეცილური ლიტერატურით, პერიოდიკით შეუფერხებელ უზრუნველყოფას; • სახალხო ბანკთან და სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულება: ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას აღნიშნულ ორგანიზაციებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით. III. სტატეგიული ამოცანები ქსეუ სტრატეგიულ პერსპექტივაში პოზიციონირდება, როგორც მძლავრი სასწავლო-სამეცნიერო და კონსალტინგური ცენტი, რომელიც ინტეგრირებული იქნება ეკონომიკის რეალურ სექტორში და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაკმაყოფილებს. ქსეუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება მოიცავს შემდეგ ზოგად პრიორიტულ მიზნებს: • საქართველოს ინტერესთა ყოველმხრივი გათვალისწინება, ქვეყნის სტრატეგიის შესატყვისი ფუნქციონირება; • სახელმწიფოს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაში მონაწილეობა; • პროგრამული აკრედიტაციის მიღწევა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; • პედაგოგიური პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით; • პიროვნების და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადების ჰარმონიული განვითარების მიღწევა; საშულოვადიან პერსპექტივაში ქსეუ თავაზობს სხვა უმაღლეს სასწავლებლებს. • ერთობლივი კვლევების ჩატარებას: აღნიშნული მიმართულებით ქსეუ-ს გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა და, ამიტომ, დაინტერესებულ პირებს და მსურველ ორგანიზაციებს იწვევს, როგორც საკუთარი, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებში შემავალი საკითხების და პრობლემების ერთობლივი კვლევების, მიღწეული შედეგების პრეზენტაციისა და ცხოვრებაში დანერგვისათვის; • ერთობილივი ტრენინგების და სერთიფიცირებადი პროგრამების ორგანიზებას: გარდა ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამებისა, ქსეუ მსურველებს სთავაზობს სხვადასხვა ვადიან პროექტებს სერთიფიცირებადი პროგრამების, ტრეინინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სახით; • ერთობლივი საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციების მოწყობას: გულისხმობს როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა კონფერენციებს; • პროფესორ-მასწავლებებლთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლებს: მსგავსი ხასიათის თანამშრობლობა საქართველოს უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, რის გამოც ქსეუ მზად არის მიავლინოს და თვითონაც უმასპინძლოს სხვადასხვა სასწავლებლების როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს ერთობლივი სწავლების, პროფესიული წვრთნების, საზაფხულო სკოლების და ა.შ. მოწყობა; ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით: • კურსდამთავრებულთა ასოციაციის განვითარება და მუშაობის სრულყოფა: ისევე, როგორც ნებისმიერი წარმატებული და სერიოზული უნივერსიტეტი, ქსეუ ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი საკუთარ კურსდამთავრებულებთან. ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში, სასწავლებლის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას; • ერთობლივ საგრანტო პროექტებზე მუშაობა: საგრანტო პროექტებში პარტნიორობა ხელსაყრელი უნდა იყოს ნებისმიერი სასწავლებლისათვის, რადგან ამ გზით, მათ უჩნდებათ დამატებითი შესაძლებლობები, რათა გაზარდონ და გამუდმებით იქონიონ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაცია და სამეცნიერო-პედაგოგიური პოტენციალი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, წიგნადი ფონდი და ა.შ. • თანამშრომლობა დოქტორანტურისა და სადოქტორო დაცვების ორგანიზებაში: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უფლება გააერთიანონ ძალისხმევა ერთობლივი დაცვების ორგანიზებაში, რაც ქსეუ-ს, არსებული პირობებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, სასურველ პარტნიორად წარმოაჩენს და უქმნის პირობებს ამ მიმართულებით წარმატებების მიღწევისათვის; ქსეუ-ს სტრატეგიული მიზნების და ამოცანების შემუშავებისათვის აუცილებელია შედგეს სასწავლო დაწესებულების SWOT და SMART ანალიზები (იხ. ცხრილი), რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვეთ თუ რას წარმოვადგენთ ახლა, როგორი გვინდა ვიყოთ მომავალში, რა რესურსული უზრუნველყოფა დასჭირდება დასახული მიზნების მიღწევას და როდის მივაღწევთ ამ მიზნებს. სტრატეგიული განვითარების 2008-2012 წლების გეგმა.


