უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაცია, სამეცნიერო კვლევების წარმართვა, რომელიც შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხებს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ უნივერსიტეტის
შინაგანაწესი.
უნივერსიტეტის მმართველობის სტრუქტურა
უნივერსიტეტის მმართველობის სტრუქტურა