უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპორტული კლუბი, რომელსაც კურირებს თვითმმართველობასთან არსებული სპორტული დეპარტამენტი. (ხელმძღვანელი თორნიკე ჟვანია) ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, (ხელმძღვანელი მარი კუჭუხიძე) შემოქმედებითი კლუბი, რომელსაც კურირებს კულტურის დეპარტამენტი.
უნივერსიტეტში ტარდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული როგორც შიგასაუნივერსიტეტო თამაშებში, ასევე საქალაქო შეჯიბრებებში.
სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტში იმართება ლიტერატურული საღამოები, იდგმება სპექტაკლები, ახალი წლის წინა დღეებში ეწყობა წინასაახალწლო ზეიმი, დისკოთეკა. ყოველთვის აღინიშნება ღირსშესანიშნავი თარიღები და განსაკუთრებული დღეები. გამოდის კედლის გაზეთი.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ კლუბი. აქ გაერთიანებულია რამოდენიმე გუნდი, სადაც სტუდენტები რეგულარულად იმაღლებენ ცოდნასა და ინტელექტს და მონაწილეობენ როგორც შიგასაუნივერსიტეტო თამაშებში, ასევე საქალაქო შეჯიბრებებში.

სტუდენტთა სპორტული და კულტურული საზოგადოება ორიენტირებულია გამოავლინოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სტუდენტების სპორტული მონაცემებისა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.
მისი ფუნქციებია:
• შიგასაუნივერსიტეტო და საქალაქო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა
• ლიტერატურული საღამოებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების
ორგანიზება
• კედლის გაზეთისა და პერიოდული ჟურნალის გამოცემა
• ინტელექტუალური თამაშების ორგანიზება
• ექსკურსია-ლაშქრობების მოწყობა
• კინო-თეატრებში ერთობლივი დასწრების ორგანიზებას
• სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ჩამოყალიბებას

1.11.2008

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებიდან ბევრი გამოირჩევა სპორტული და შემოქმედებითი მიღწევებით. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს...

29.05.2008

2008 წლის 24–25–26 მაისს უნივერსიტეტის სტუდკავშირის ინიციატივითა და ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დახმარებითა და თანადგომით მოეწყო ექსკურსია კახეთის მხარეში...

17.05.2008

2008 წლის 17-18-19 მაისს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებმა ექსკურსია მოაწყვეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

18.04.2008

17 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ამხანაგური მატჩი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხვდებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტთა გუნდები: „CRASY ANGELS“ და „გიჟები სტადიონზე“. შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ ამხნევებდნენ როგორც თანაკურსელები, ასევე ლექტორ–მასწავლებლები. მატჩი მეორეკურსელთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასი და სიგელები.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი გახლდათ ახლად აშენებული სპორტის სასახლის ისტორიაში პირველი ფეხბურთი გოგონათა შორის.

28.03.2008

უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა კეთილშობილური აქცია, რომლის მიზანია დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. აქციას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში, ასევე პროფესორ–მასწავლებელთა შორისაც. უკვე დაიწყო თანხის შეგროვება და ეტაპობრივად ბავშვთა ანგარიშზე გადარიცხვა.

დაწვრილებით

18.03.2008

18 მარტს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო ბიზნეს ტრენინგი თემაზე «რა არის ფული?» და სიმულაცია «მოიგე მეტი».

11.03.2008

11 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშების – „რა, სად, როდის?“ შიგასაუნივერსიტეტო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა: „არწივი“ (I კურსი), „დილემა“ (II კურსი), „Black and white“ (III კურსი), „No Nome“ (II კურსი), „მოაზროვნე“ (III კურსი), „სფინქსი“ (I კურსი), „ელიტა“ (II კურსი).

7.03.2008

6 მარტს უნივერსიტეტში მოეწყო კინოჩვენება ფილმისა – „უფლის ჯარისკაცები“. ეს გახლდათ ქუთაის–გაენათის ეპარქიასთან არსებული კ/თ „იმედი“-ს აქცია. ფილმმა დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები კმაყოფილი დარჩნენ ერთობლივი დასწრებისა და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ჩვენებები მომავალშიც მრავლად მოეწყოს.

დაწვრილებით

30.12.2007

2007 წლის 28 დეკემბერს უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კარნავალი...

22.11.2007

2007 წლის 10–20 ნოემბერს სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩატარდა წინა შესარჩევი თამაშები მინი ფეხბურთში.

05.10.2007

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით მოეწყო ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

22.05.2007

2007 წლის მაისის თვეში ჩატარდა ქუთაისის საერო ინსტიტუტ „გელათის“ დაარსებიდან მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სპარტაკიადა. ჩვენი უნივერსიტეტის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა მეორე ადგილი მინი ფეხბურთში. უნივერსიტეტის რექტორატმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციამ ფეხბურთელთა გუნდი დააჯილდოვა დიპლომებით.

 

mes

naec

www.nea.ge