03.12.2008
ამა წლის 25 ნოემბერს დაიწყო შიგასაუნივერსიტეტო ტურნირი „რა? სად? როდის?“ კლუბის ინტელექტუალურ მოთამაშეთა გუნდებს შორის, რომელიც ორ ეტაპად გაიმართა. ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა გუნდმა: „ჩვენი გადახდილია“, „არწივი“, „დილემა“, „ელიტა“, „B\W“, „სფინქსი“. საინტერესო და მრალვალფეროვანი კითხვების ფონზე თამაშიც საინტერესოდ და აზარტულად წარიმართა. ფინალში 3 გუნდი გავიდა: „ჩვენი გადახდილია“, „ელიტა“, „B\W“. ფინალური შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართა, თამაში გუნდ „ელიტას“ გამარჯვებით დასრულდა. სტუდენტურმა თვითმმარველობამ გამარჯვებულ გუნდს სამახსოვროდ ქართველი პოეტების წიგნები – „ასი საუკეთესო ლექსი“ გადასცა.
8.11.2008
ამა წლის 8 ნოემბერს ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტში „ნატოს“ ეგიდით იმერეთის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“. რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი „BLACK and WHIIE“. 1) ბესელია სოფიო 2) ხელაძე მარეხი 3) ნეფარიშვილი ნათია 4) ბენდელიანი გიული 5) დემეტრაძე ომარი 6) ჭკუასელი ირაკლი – კაპიტანი. ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა მე–3 ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა წიგნები და მაისურები.
17.03.2008
უნივერსიტეტში 11 მარტს ჩატარდა ინტელექტუალური თამაშების – „რა, სად, როდის?“ შიგასაუნივერსიტეტო ტურნირი, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა: „არწივი“ (I კურსი), „დილემა“ (II კურსი), „Black and white“ (III კურსი), „No Nome“ (II კურსი), „მოაზროვნე“ (III კურსი), „სფინქსი“ (I კურსი), „ელიტა“ (II კურსი).
თამაშები ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ფინალურ შეხვედრაში I ეტაპზე დაწინაურდა ოთხი გუნდი, რომელთაგან სამს ერთნაირი შედეგები ჰქონდა. საჭირო გახდა დამატებითი შეკითხვები, რომელთა შედეგად გამოიკვეთა დაწინაურებული სამი გუნდი. ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ: „ელიტა“ (კაპიტანი გიგა ადეიშვილი), „დილემა“ (კაპიტანი ბაქარი ლომთაძე) და „მოაზროვნე“ (კაპიტანი ბადრი ჩარკვიანი). ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი – „ელიტა“. გამარჯვებულებს გადაეცათ უნივერსიტეტის სიგელები და მხატვრული ლიტერატურა.
19.10.2007
17–18 ოქტომბერს – ერთმანეთს ხვდებოდნენ სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის გუნდები: „ელიტა“, „Black and White“, „R.S. – Royal Society“, „დილემა“. „სკორპიონი“, „G United“. ფინალურ შეხვედრაში კი ჩვენი უნივერსიტეტის გუნდებთან ერთად იასპარეზეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდმა „უკაპიტნო“–მ და სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტის გუნდმა „ელვაისი“ და „ნიკე“. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „უკაპიტნო“–მ, მეორე ადგილზე გავიდა „ნიკე“, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა გუნდი „ელიტა“. გამარჯვებულებს გადაეცათ წიგნების კრებულები და საპატიო სიგელები.


