სტუდენტური თვითმართველობა ნებისმიერ სასწავლებელში მმართველობის ერთ-ერთ საყურადღებო რგოლს წარმოადგენს. მისი არსებობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას. ჩვენს უნივერსიტეტში სულ ახლახან ახალი შემადგენლობით და ძალებით, მუშაობა გაანახლა სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზაციამ და დასაწყისისათვის საკმაოდ წარმატებულად შეუდგა თავის საქმიანობას. (იხ. დებულება)
2006 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარის არჩევნები, რომლის შედეგების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა თვითმართველობის ძველ თავმჯდომარეს და გამგეობას და დაინიშნა ახალი თავმჯდომარე - საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი - დენის დვალიშვილი. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა არის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობითი, დამოუკიდებელი არასამთავრობო, არაპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არაკომერციული სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტებისა და წესდების საფუძველზე. სტუდენტური თვითმართველობის მიზანია: • სტუდენტთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა; • სტუდენტთა პროფესიული დონის ამაღლება და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება; • სტუდენტთა საფუძვლიანი ინიციატივების ხელშეწყობა; • ნიჭიერ სტუდენტთა გამოვლენა და მათი ხელშეწყობა; • სტუდენტების საჭირო ლიტერატურით უზრუნველყოფა; • უნივერსიტეტში შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, ინტელექტუალური ღონისძიებების, კონფერენციების ჩატარება; • ქსეუ-ს სტუდენტების სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან დაახლოება და ქალაქის, ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; • ურთიერთობის დამყარება ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. • სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ჩასატარებელ ღონისძიებებში. • თავისი მიზნების მისაღწევად თვითმართველობა ატარებს სამეცნიერო სიმპოზიუმებს და კონფერენციებს, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ამზადებს და ახორციელებს გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს და პროექტებს, შეიმუშავებს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და მეთოდებს, რაც აუცილებელია კავშირის მიზნების მისაღწევად; სტუდენტური თვითმართველობის ადგილმდებარეობა:სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ქ. ქუთაისი, წერეთლის ქუჩა №13, აუდიტორია №305.


