მიმდინარე წლის 14 აპრილიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა მეხელენის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ტემპუს-IV საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში.

პროექტის სახელწოდებაა: “სასწავლო პროგრამების ინოვაციური რეფორმა როგორც სისტემების გაზრდა – გაფართოება”

სპეციფიკური მიზნები
• მმართველი შტატის ტრენირება, რათა დაიწყოს და მხარი დაუჭიროს სასწავლო გეგმის პროცესის განვითარებას;
• მასწავლებელთა ტრენირება, რათა განახორციელონ სასწავლო გეგმის სიახლეები;
• სასწავლო პროგრამების განვითარების გეგმის შესრულება საპილოტე ფაზაში;
• ჩამოყალიბებულ ექსპერტთა დასაქმება სხვადასხვა უნივერსიტში

პროექტის სტრატეგია
• საერთაშორისო ექსპერტთა გაერთიანების შექმნა;
• მენეჯერების ტრენინგის პროგრამების განვითარება ექსპერტების მიერ (კონსორციუმის გარეთ მყოფ ექსპერტთა დახმარებით)
• მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამების განვითარება ექსპერტების მიერ (კონსორციუმის გარეთ მყოფ ექსპერტთა დახმარებით)
• პარტნიორი უნივერსიტეტების განათლების მენეჯერების ტრენინგების ცენტრალიზება (ლუვანის უნივერსიტეტის შიდა ექპერთების დახმარებით)
• მასწავლებელთა ტრენინგების დეცენტრალიზაცია პარტნიორი ინსტიტუტების ერთიანი სასწავლო პროგრამით (ყველა ინსტიტუტში ცალ-ცალკე)
• სატრენინგო მოდულების შემუშავება ექსპერტთათვის შემდგომი გავრცელების მიზნით, რომელიც დაფუძნებულია ტრენინგებზე;
• სატრენინგო მოდულების გავრცელება კონფერენციებისა და ორგანიზაციების მიერ პარტნიორი ინსტიტუტების ქსელში

პროექტი მოიცავს:
სასწავლო პროგრამის განვითარება - განისაზღვრება, როგორც სასწავლო პროგრამის ინოვაცია ბოლონიის პროცესში.
ცალკეული უნივერსიტეტების სამუშაო პროგრამა განისაზღვრება სამი ფაზით:
1. პროგრამის შედეგების სწავლების განსაზღვრა კომპეტენტურ ტერმინოლოგიაში, რომელიც დაფუძნებულია ძირითად ანალიზზე სათანადო სოციალურ ჯგუფთან ერთად (კურსდამთავრებულები და პროფესიონალური ჯგუფი)
2. სასწავლო კურსების განსაზღვრა, დიდაქტიკური კონცეფცია და კრედიტების განაწილება
3. სწავლების შედეგების ვარგისიანობის განსაზღვრა სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მასწავლებელბის, თანამშრომლების და დასაქმებულოების მიერ. (მრჩეველთა კომისიების შექმნა)

პროექტის შედეგი
• საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი
• სასწავლო გეგმის განვითარების მართვის მეთოდოლოგია
• სასწავლო გეგმის შესრულების მეთოდოლოგია
• სატრენინგო მოდულები განათლების მენეჯერების ტრენინგებისათვის სასწავლო გეგმის განვითარებასთან დაკავშირებით.
• ძირითადი ანალიზის პრინციპები
• სასწავლო კურსის ჩამოყალიბების და განხორციელების პრინციპები სამუშაო ბაზრისათვის;
• სასწავლო კურსის ჩამოყალიბების და განხორციელების პრინციპები სტუდენტებისათვის
• თითოეული პარტნიორი ინსტიტუტების განახლებული სასწავლო გეგმა;
• პროექტის საინფორმაციო ვებგვერდი პროექტის პარტნიორებსათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, ასევე სხვადასხვა აუდიტორიებისათვის.

პროექტის აქტივობები
• ინოვაცია/სიახლის შეტანა ახალი სასწავლო კურსისა ერთ სასწავლო სფეროში (მიმართულებაში) ყოველ უნივერსიტეტში
• მონაწილე ინსტიტუტების საკოორდინაციო შეხვედრები;
• უნივერსიტეტების მენეჯერიალური შტატის სატრენინგო შეხვედრების ცენტრალიზება ექსპერტებისა და გარე ექსპერტების მიერ;
• ექსპერტების მიერ მასწავლებელთა დეცენტრალიზირებული სატრენინგო შეხვედრების/სხდომების მოწყობა
• ექსპერტთა ხელშეწყობის განვითარება “ონლაინ” ფორმაში უნივერსიტეტებისათვის
• ექსპერტთა შეხვედრები გარე ექსპერტებთან
• საერთო კურსის/მიმართულებების რედაქტირება
• ექსპერტთა შეხვედრები რათა ზუსტად შესრულდეს აქტივობების გავრცელება
• კონფერენციების გავრცელება (მოწყობა სხვადასხვა ადგილას)
• პროექტის ვებგვერდის გაფართოება

პროექტში მონაწილეობას ღებულობს და პარტნიორობას უწევენ სხვადასხვა უნივერსიტეტები და საკონსულტაციო ცენტრები. ესენია:
• რიგის საკონსულტაციო ცენტრი “Invite Consultacijas”
• ემანუელ კანტის სახ. რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – კალინინგრადი
• ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი
• რიაზანის ს.ა. ესენინის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი
• SEK უნივერსიტეტი – სეგოვია
• ტაჯიკეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი
• ვლადივასტოკის ეკონომიკისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი
• მეხელენის საუნივერსიტეტო კოლეჯი
• ახალი ევრაზიის ფონდი – მოსკოვი

პროექტის ბიუჯეტი არის 1294166 €. პროექტის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 წელია, საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა იყო 2008 წლის 5 მაისი. პროექტის დადებითად შეფასების შემთხვევაში პროექტი დაიწყება სექტემბერ-ოქტომბერში.

mes

naec

www.nea.ge